https://sputnik-georgia.com/20230319/yazaxetsi-vadamdeli-saparlamento-arcevnebi-imarteba-275908163.html
ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
Sputnik საქართველო
ყაზახეთის პარლამენტი შედგება მუდმივ საფუძველზე მოქმედი ორი პალატისაგან: სენატი (ზედა პალატა) და მაჟილისი (ქვედა პალატა) 19.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-19T13:22+0400
2023-03-19T13:22+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ყაზახეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272316233_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a24ded90a4011c2e8e402755e81b3894.jpg
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ყაზახეთში მაჟილისის (პარლამენტის ქვედა პალატის) და მასლიხატის (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების) დეპუტატების რიგგარეშე არჩევნები იმართება.პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან: სენატი (ზედა) და მაჟილისი (ქვედა), რომლებიც მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს ერთდროულად ორივე პალატის წევრი.მაჟილისი შედგება 98 დეპუტატისაგან, რომლებიც არჩეულია შერეული საარჩევნო სისტემით: პროპორციული წარმომადგენლობა ერთიანი ეროვნული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე და ერთმანდატიან ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში. მაჟილისის დეპუტატების 70% პარტიული სიებით არის არჩეული, 30% - ერთმანდატიანი ოლქებიდან. მაჟილისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია.კენჭისყრა იმართება 10.146 საარჩევნო უბანზე ქვეყნის მასშტაბით და ასევე 18 საარჩევნო უბანზე ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობებში საზღვარგარეთ. საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა თბილისში ქვეყნის საელჩოში შეუძლიათ.საოლქო საარჩევნო კომისიებმა ყაზახეთის მეგაპოლისების კომისიებმა გამოთვალეს, რომ 10:00 საათის მდგომარეობით ბიულეტენი მიიღო სიებში შეყვანილი მოქალაქეების 14,21%-მა, ანუ 1.710.381 მოქალაქემ.მომავალ არჩევნებზე მაჟილის დეპუტატების 70% პარტიული სიებით აირჩევა, 30% კი - ერთმანდატიანი ოლქებიდან.შერეული საარჩევნო სისტემის მიხედვით, 50-50-ზე პრინციპით, არჩევნები ასევე რესპუბლიკური მნიშვნელობის ოლქებისა და ქალაქების მასლიხატებში გაიმართება. ხოლო რაიონებისა და რეგიონული მნიშვნელობის ქალაქების მასლიხატების არჩევნებზე მოქალაქეები დეპუტატებს მხოლოდ ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ.კენჭისყრა ქვეყნის ძირითად ტერიტორიაზე ასტანას დროით 20:00 საათზე დასრულდება. დასავლეთ რეგიონებში, დროის სხვაობის გამო, საარჩევნო უბნები ერთი საათის შემდეგ დაიხურება.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272316233_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_6ab528779399fa380724072f1c3c0d0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ყაზახეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ყაზახეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
13:22 19.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) ყაზახეთის პარლამენტი შედგება მუდმივ საფუძველზე მოქმედი ორი პალატისაგან: სენატი (ზედა პალატა) და მაჟილისი (ქვედა პალატა)
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ყაზახეთში მაჟილისის (პარლამენტის ქვედა პალატის) და მასლიხატის (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების) დეპუტატების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან: სენატი (ზედა) და მაჟილისი (ქვედა), რომლებიც მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს ერთდროულად ორივე პალატის წევრი.
მაჟილისი შედგება 98 დეპუტატისაგან, რომლებიც არჩეულია შერეული საარჩევნო სისტემით: პროპორციული წარმომადგენლობა ერთიანი ეროვნული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე და ერთმანდატიან ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში. მაჟილისის დეპუტატების 70% პარტიული სიებით არის არჩეული, 30% - ერთმანდატიანი ოლქებიდან. მაჟილისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია.
კენჭისყრა იმართება 10.146 საარჩევნო უბანზე ქვეყნის მასშტაბით და ასევე 18 საარჩევნო უბანზე ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობებში საზღვარგარეთ. საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა თბილისში ქვეყნის საელჩოში შეუძლიათ.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა ყაზახეთის მეგაპოლისების კომისიებმა გამოთვალეს, რომ 10:00 საათის მდგომარეობით ბიულეტენი მიიღო სიებში შეყვანილი მოქალაქეების 14,21%-მა, ანუ 1.710.381 მოქალაქემ.
მომავალ არჩევნებზე მაჟილის დეპუტატების 70% პარტიული სიებით აირჩევა, 30% კი - ერთმანდატიანი ოლქებიდან.
შერეული საარჩევნო სისტემის მიხედვით, 50-50-ზე პრინციპით, არჩევნები ასევე რესპუბლიკური მნიშვნელობის ოლქებისა და ქალაქების მასლიხატებში გაიმართება. ხოლო რაიონებისა და რეგიონული მნიშვნელობის ქალაქების მასლიხატების არჩევნებზე მოქალაქეები დეპუტატებს მხოლოდ ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ.
კენჭისყრა ქვეყნის ძირითად ტერიტორიაზე ასტანას დროით 20:00 საათზე დასრულდება. დასავლეთ რეგიონებში, დროის სხვაობის გამო, საარჩევნო უბნები ერთი საათის შემდეგ დაიხურება.