რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

© Sputnik / Alexander Imedashviliრიყე-ნარიყალას საბაგირო
რიყე-ნარიყალას საბაგირო - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2023
გამოწერა
მერიის სამსახურის ცნობით, საბაგირო გზაზე ხვალიდან რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა ხვალიდან, 20 მარტიდან მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, 20 მარტიდან საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
წყარო - თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0