https://sputnik-georgia.com/20230319/dasavlet-saqartvelosi-farosanas-sawinaarmdego-wamlobistvis-emzadebian-275907734.html
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის ემზადებიან
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის ემზადებიან
Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან. 19.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-19T11:47+0400
2023-03-19T11:47+0400
2023-03-19T11:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზიური ფაროსანა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_b4c33faaf3b9d4184dab3695258419a4.jpg
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.უწყების ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე მონიტორინგი საკარმიდამო ნაკვეთებში მიმდინარეობს. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განთავსდება.მონიტორინგის საბოლოო შედეგების საფუძველზე კი დაიგეგმება წამლობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს წამლობისთვის საჭირო განახლებული ავტოპარკი და სპეცტექნიკის გამართულობა.მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0ba7bf75e327c834946246586f8634f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის ემზადებიან
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან.
თბილისი, 19 მარტი - Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უწყების ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველ ეტაპზე მონიტორინგი საკარმიდამო ნაკვეთებში მიმდინარეობს. იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განთავსდება.
მონიტორინგის საბოლოო შედეგების საფუძველზე კი დაიგეგმება წამლობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს წამლობისთვის საჭირო განახლებული ავტოპარკი და სპეცტექნიკის გამართულობა.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.