https://sputnik-georgia.com/20230318/rogor-icvleba-xelfasebi-saqartvelosi-axali-statistika-275892119.html
როგორ იცვლება ხელფასები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
როგორ იცვლება ხელფასები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი ფიქსირდება თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში 18.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-18T13:20+0400
2023-03-18T13:20+0400
2023-03-18T13:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/81/234438116_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_afbdffa93cfc3060b24292b38512ba02.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1773,7 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ბიზნეს სექტორში 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბრის საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1911,1 ლარი შეადგინა, რაც 19,6%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით გაიზარდა და 1523 ლარს გაუტოლდა.„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2022 წლის მეოთხე კვარტალში 2066,3 ლარი შეადგინა, ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (910,5 ლარი).ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2123,2 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1411,7 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/81/234438116_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_56d2d72b64e6738c639d021796dcaeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
როგორ იცვლება ხელფასები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი ფიქსირდება თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1773,7 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბიზნეს სექტორში 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბრის საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1911,1 ლარი შეადგინა, რაც 19,6%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით გაიზარდა და 1523 ლარს გაუტოლდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2022 წლის მეოთხე კვარტალში 2066,3 ლარი შეადგინა, ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (910,5 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672,6 ლარი (წლიური ზრდა 61,8%).
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 726,7 ლარი (+12,1%).
მშენებლობა – 2 535,8 ლარი (+14,8%).
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2 455,1 ლარი (+15,1%).
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2123,2 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1411,7 ლარი.