https://sputnik-georgia.com/20230318/ramdenma-adamianma-ganacxada-uari-id-baratebze-275898337.html
რამდენმა ადამიანმა განაცხადა უარი ID-ბარათზე: ახალი სტატისტიკა
რამდენმა ადამიანმა განაცხადა უარი ID-ბარათზე: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ID მოწმობების მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ აიღონ დოკუმენტი ძველი სახით. 18.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-18T16:30+0400
2023-03-18T16:30+0400
2023-03-18T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_fd1d63f33ad49b7d1ff0756914e3925a.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 313 ათასზე მეტი მოქალაქე ჯერ კიდევ პირადობის დამადასტურებელი ძველი მოწმობით სარგებლობდა, ნათქვამია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობები – ID-ბარათები მოქმედებს, თუმცა 2019 წლიდან მსგავსი მოწმობების მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ აიღონ დოკუმენტი ძველი სახით.სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში 313.682 მოქალაქე სარგებლობდა პირადობის მოწმობით ჩიპების გარეშე.პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩიპებით საქართველოში 2011 წელს გაჩნდა. ID-ბარათით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება მანძილზე, ინტერნეტის მეშვეობით. გარდა ამისა, ის საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, ასევე ამ ბარათით შეიძლება სომხეთში, თურქეთსა და უკრაინაში დამატებითი დოკუმენტების გარეშე წასვლა.პირადობის დამადასტურებელ ამ მოწმობებს მოწინააღმდეგებიც ჰყავს – მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩიპი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. ჯგუფის წევრები უარს ამბობენ ასეთი მოწმობის აღებაზე და თავისებურ სოციალურ იზოლაციაში ექცევიან.დოკუმენტების გარეშე საქართველოში შეუძლებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სამედიცინო მომსახურების მიღება, სწავლა, მუშაობა, ტრანსპორტის ზოგიერთი სახეობით სარგებლობა, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4711c3d82da2962dd3fcc8328342a7fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
რამდენმა ადამიანმა განაცხადა უარი ID-ბარათზე: ახალი სტატისტიკა
ID მოწმობების მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ აიღონ დოკუმენტი ძველი სახით.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 313 ათასზე მეტი მოქალაქე ჯერ კიდევ პირადობის დამადასტურებელი ძველი მოწმობით სარგებლობდა, ნათქვამია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დეპუტატის კითხვის პასუხად გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობები – ID-ბარათები მოქმედებს, თუმცა 2019 წლიდან მსგავსი მოწმობების მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ აიღონ დოკუმენტი ძველი სახით.
სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში 313.682 მოქალაქე სარგებლობდა პირადობის მოწმობით ჩიპების გარეშე.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩიპებით საქართველოში 2011 წელს გაჩნდა. ID-ბარათით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება მანძილზე, ინტერნეტის მეშვეობით. გარდა ამისა, ის საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, ასევე ამ ბარათით შეიძლება სომხეთში, თურქეთსა და უკრაინაში დამატებითი დოკუმენტების გარეშე წასვლა.
პირადობის დამადასტურებელ ამ მოწმობებს მოწინააღმდეგებიც ჰყავს – მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩიპი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. ჯგუფის წევრები უარს ამბობენ ასეთი მოწმობის აღებაზე და თავისებურ სოციალურ იზოლაციაში ექცევიან.
დოკუმენტების გარეშე საქართველოში შეუძლებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სამედიცინო მომსახურების მიღება, სწავლა, მუშაობა, ტრანსპორტის ზოგიერთი სახეობით სარგებლობა, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობა და ა.შ.