https://sputnik-georgia.com/20230318/filmis-cveneba-da-gulaxdili-saubrebi-lana-roroberize-tayvanismcemlebs-sexvdeba-275889111.html
ფილმის ჩვენება და გულახდილი საუბრები: ლანა ღოღობერიძე თაყვანისმცემლებს შეხვდება
ფილმის ჩვენება და გულახდილი საუბრები: ლანა ღოღობერიძე თაყვანისმცემლებს შეხვდება
Sputnik საქართველო
კინოს მოყვარულებს უჩვენებენ ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ 18.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-18T15:20+0400
2023-03-18T15:20+0400
2023-03-18T15:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/28/230102867_0:0:2731:1537_1920x0_80_0_0_0a5d2568fc24d59013c3d08ed26e2143.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ – სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ასევე შეხვედრა ფილმის რეჟისორთან, ლანა ღოღობერიძესთან გაიმართება 18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში".ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ღონისძიება ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ყოველწლიურად მარტში ტარდება. აქციის მიზანი ისტორიასა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალის წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა.თავად რეჟისორი ნამუშევარს ასე აფასებს: „ეს არის ფილმი ქალის პირად დრამაზე, ტკივილიანი წარსულის ტვირთით, და სხვა ქალებზე, სასოწარკვეთილებზე, ვისაც ბედმა არ გაუღიმა, და ქალებზე, რომლებიც კმაყოფილები არიან თავისი არსებობით, უფრო ზოგადად, ეს არის ფილმი ქალსა და ეპოქაზე, ქალსა და დროზე”.ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.ლანა ღოღობერიძე დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950), VGIK-ის სარეჟისორო განყოფილება (1953, სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა კინოს რეჟისურას.მან ქართულ ენაზე თარგმნა ახმატოვას, პასტერნაკის, ახმადულინას, ბროდსკის, უიტმენის, თაგორის და სხვათა პოეტური ნაწარმოებები. გადაიღო რამდენიმე საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი: „გეოლოგები“, „თბილისის 1500 წელი“ (1958), „მშობლიური საქართველო“ და სხვა.ქართული კინოს ოსტატის საპრიზო ყულაბაშია: სან-რემოს ფესტივალის გრან-პრი, აშხაბადის საკავშირო ფესტივალის ჟიურის პრიზი ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ხალხთა მეგობრობის ორდენი და სხვა ჯილდოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/28/230102867_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_cc1eb6a10c8769018c6f373870e0b92b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ფილმის ჩვენება და გულახდილი საუბრები: ლანა ღოღობერიძე თაყვანისმცემლებს შეხვდება
კინოს მოყვარულებს უჩვენებენ ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ – სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ასევე შეხვედრა ფილმის რეჟისორთან, ლანა ღოღობერიძესთან გაიმართება 18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში".
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ღონისძიება ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ყოველწლიურად მარტში ტარდება. აქციის მიზანი ისტორიასა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალის წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა.
ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტზე, რომელსაც საქმიანობის გამო საზოგადოებრივი თუ ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად ბევრი ადამიანი მიმართავს. მუდმივად დატვირთული, სხვის საქმეებზე მზრუნველი, მთავარი გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის დრო აღარ რჩება. ფილმში წარმოჩენილია განსხვავებული მსოფლმხედველობისა და სოციალური ფონის მქონე ქალების დამოკიდებულება ცხოვრების სხვადასხვა ასპექტისა და, ზოგადად, ქალის როლის მიმართ.
თავად რეჟისორი ნამუშევარს ასე აფასებს: „ეს არის ფილმი ქალის პირად დრამაზე, ტკივილიანი წარსულის ტვირთით, და სხვა ქალებზე, სასოწარკვეთილებზე, ვისაც ბედმა არ გაუღიმა, და ქალებზე, რომლებიც კმაყოფილები არიან თავისი არსებობით, უფრო ზოგადად, ეს არის ფილმი ქალსა და ეპოქაზე, ქალსა და დროზე”.
ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ლანა ღოღობერიძე დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1950), VGIK-ის სარეჟისორო განყოფილება (1953, სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო). შ. რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა კინოს რეჟისურას.
მან ქართულ ენაზე თარგმნა ახმატოვას, პასტერნაკის, ახმადულინას, ბროდსკის, უიტმენის, თაგორის და სხვათა პოეტური ნაწარმოებები. გადაიღო რამდენიმე საინფორმაციო და დოკუმენტური ფილმი: „გეოლოგები“, „თბილისის 1500 წელი“ (1958), „მშობლიური საქართველო“ და სხვა.
ქართული კინოს ოსტატის საპრიზო ყულაბაშია: სან-რემოს ფესტივალის გრან-პრი, აშხაბადის საკავშირო ფესტივალის ჟიურის პრიზი ფილმისთვის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ხალხთა მეგობრობის ორდენი და სხვა ჯილდოები.