https://sputnik-georgia.com/20230318/avtoritetuli-gamocema-mogzaurebs-qartuli-rvinis-dagemovnebas-urcevs-275889666.html
ავტორიტეტული გამოცემა მოგზაურებს ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს
ავტორიტეტული გამოცემა მოგზაურებს ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს
ქართული ღვინის თიხის ქვევრებში დაყენებას 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს, აღნიშნულია სტატიაში 18.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-18T11:10+0400
2023-03-18T11:10+0400
2023-03-18T11:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ავსტრალია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24662/56/246625618_0:59:1875:1114_1920x0_80_0_0_2f1eb57865e02bd3f0b64b995f880c41.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. გავლენიანი ტურისტული გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში გამგზავრებას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.Lonely Planet არის საერთაშორისო გამომცემლობა, რომელიც 1972 წელს ავსტრალიაში დაარსდა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ოფიციალური გამომცემლობა, რომელიც ბიუჯეტური ტურისტებისთვის გზამკვლევების გამოშვებაზეა ორიენტირებული.სტატიის ავტორის თქმით, საფრანგეთის, ავსტრალიის, კალიფორნიის ღვინის რეგიონები მთელ მსოფლიოში პოპულარულია, მაგრამ არსებობს ნაკლებად ცნობილი ისეთი ადგილები, სადაც საუკუნოვანი ვენახები და უგემრიელესი ღვინო მზადდება.როგორც ავტორი აღნიშნავს, ქართული ღვინის თიხის ქვევრებში დაყენებას 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს, და ის უძველესია მსოფლიოში.„ანტიკურ პერიოდში როდესაც ბერძნები პირველად ჭყლეტდნენ ყურძნის მტევნებს, ქართველებს უკვე ღვინის დამზადების ათასწლოვანი ტრადიცია ჰქონდათ, მას შემდეგ ტრადიციული ღვინის დაყენების ტექნოლოგია სულ ოდნავ შეიცვალა“, - წერს ავტორი.Lonely Planet-ის ვებ-გვერდს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. გამოცემას Twitter-ზე 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
საქართველო
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24662/56/246625618_49:0:1694:1234_1920x0_80_0_0_7f5210aa836200c254eea4280be01fe0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის კულტურა და მეღვინეობა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ავსტრალია
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის კულტურა და მეღვინეობა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ავსტრალია
ავტორიტეტული გამოცემა მოგზაურებს ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს
ქართული ღვინის თიხის ქვევრებში დაყენებას 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს, აღნიშნულია სტატიაში
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. გავლენიანი ტურისტული გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში გამგზავრებას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.
Lonely Planet არის საერთაშორისო გამომცემლობა, რომელიც 1972 წელს ავსტრალიაში დაარსდა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ოფიციალური გამომცემლობა, რომელიც ბიუჯეტური ტურისტებისთვის გზამკვლევების გამოშვებაზეა ორიენტირებული.
სტატიის ავტორის თქმით, საფრანგეთის, ავსტრალიის, კალიფორნიის ღვინის რეგიონები მთელ მსოფლიოში პოპულარულია, მაგრამ არსებობს ნაკლებად ცნობილი ისეთი ადგილები, სადაც საუკუნოვანი ვენახები და უგემრიელესი ღვინო მზადდება.
„კახეთი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის რეგიონია. პატარა ქალაქი სიღნაღი რეგიონის კულტურული დედაქალაქია, რომლის ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებშიც მარნებია ჩამწკრივებული. კახეთში მოგზაურობისას გახსოვდეთ, ყველაზე მაგარ ღვინოს არა ღია ცის ქვეშ, არამედ სოფლებში, უკანა ეზოებში ჩამარხულ ქვევრში აღმოაჩენთ“, - წერს სტატიის ავტორი.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ქართული ღვინის თიხის ქვევრებში დაყენებას 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს, და ის უძველესია მსოფლიოში.
„ანტიკურ პერიოდში როდესაც ბერძნები პირველად ჭყლეტდნენ ყურძნის მტევნებს, ქართველებს უკვე ღვინის დამზადების ათასწლოვანი ტრადიცია ჰქონდათ, მას შემდეგ ტრადიციული ღვინის დაყენების ტექნოლოგია სულ ოდნავ შეიცვალა“, - წერს ავტორი.
Lonely Planet-ის ვებ-გვერდს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. გამოცემას Twitter-ზე 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.