18 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / 981827ყოჩივარდები
ყოჩივარდები - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2023
გამოწერა
გაეცანით 18 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-20 მარტი
11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
ნიშვნელოვანი წლების: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.
ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
18 მარტს დაბადებულები
18 მარტს დაბადებულების ცხოვრების პირველი ნახევარი ნეგატიური იმპულსებისგან გამოწვეული სირთულეებითაა აღსავსე. ისინი გადალახავენ ამ სირთულეებს და გამარჯვებას აღწევენ; მათთვის სანუკვარი მიზნებისა და ოცნებების მიღწევის შესაძლებლობები იქმნება. ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონებაგამჭრიახი, კომუნიკაბელური ადამიანები არიან; აქვთ ორგანიზატორული და ლიდერის თვისებები. ადამიანებს ადვილად იზიდავენ. არიან მიზანსწრაფულები, არ სჩვევიათ გაჩერება – როდესაც ერთ მიზანს აღწევენ, ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის მზადებას იწყებენ.
18 მარტს დაბადებულები სრულყოფისკენ ისწრაფვიან. წარმატებული პიროვნებები მზად არიან, საკუთარი ფასეულობები დიამეტრულად შემოაბრუნონ, ხოლო უნებისყოფოებს ერთ, რაიმე მიუღწეველზე ჩაბღაუჭება, ყველაფრის ხელახლა გამეორება სჩვევიათ, ეს კი აფერხებს მათი პიროვნების განვითარებას. 18 მარტს დაბადებულებს ძლიერი ინტუიცია აქვთ. ისინი დაჟინებით მიიწევენ დასახული მიზნისკენ, ხანდახან ისე ჩანს, თითქოს მზად არიან, დასახულ გეგმებზე უარი თქვან, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა.
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა>>
18 მარტს დაბადებულები გეგმებს არ ცვლიან, მით უმეტეს, თუ ამაზე ბევრი ძალისხმევა აქვთ დახარჯული. როგორც წესი, ისინი მკაფიოდ ხედავენ თავიანთ ბედს. მათ დროის განსაკუთრებული აღქმა აქვთ – ზუსტად იციან, როდის უნდა დაიწყონ რამის კეთება და როდის გაიჟღერებს ფინალური აკორდი. ამ დღეს დაბადებულები საკმაოდ მომთმენი ადამიანები არიან და ამ თვისებამ მათ ცხოვრებაში შეიძლება უარყოფითი როლიც ითამაშოს – ნაკლებად განვითარებულები ხანდახან შემდგომ მოძრაობას ვერ ახერხებენ, დაბრკოლებების წინაშე ცხვირს ჩამოუშვებენ ხოლმე და სწორედ ასეთ მომენტებში უმოქმედობის მიზეზი სწორედ მათი მოთმინების უნარი ხდება.
18 მარტს დაბადებულები ცხოვრებას ერთ მთლიან სურათად აღიქვამენ. მათთვის უინტერესოა წვრილმანები, დეტალები; ამან კი მათი საქმიანობა შეიძლება დააზარალოს. ამ დღეს დაბადებულებისთვის უცხო არ არის ბავშვებთან დაკავშირებული სირთულეები – სჩვევიათ მათგან გაუცხოება, როდესაც ბავშვები იზრდებიან. ამას შვილებისთვის თავისუფლების მიცემის სურვილით ხსნიან, თუმცა თავად ბავშვები ამ საჩუქარს ხშირად მათი ცხოვრების მიმართ დიდ გულგრილობად აღიქვამენ. არიან დიპლომატიური ადამიანები და შეუძლიათ სიტუაციის მრავალმხრივი განხილვა; ამიტომ შეუძლიათ იყვნენ მშვიდობისმყოფელები და დააზავონ დაპირისპირებული მხარეები.
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი აზრი - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჯანმრთელობა
ამ დღეს დაბადებულები უნდა ერიდონ ნეგატიური ენერგიის მატარებელ ადამიანებთან, ე. წ. ენერგოვამპირებთან ურთიერთობებს, რადგან ადვილად იღებენ როგორც დადებით, ისეთ უარყოფით ენერგიას. მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ გარემოს, სადაც იქმნება კომფორტი, სიმყუდროვე, სითბო. წაადგებათ ზომიერი ფიზიკური დატვირთვები და ასევე ზომიერება კვების მხრივ.
რჩევა:
მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს – შესაძლოა, მათ უფრო მზრუნველობა სჭირდებათ, ვიდრე თავისუფლება. იპოვეთ წონასწორობის წერტილი, სადაც თმენის უნარი უმოქმედობაში არ გადაიზრდება. ერიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც გზღუდავთ და გაიძულებთ, თქვენს პრინციპებს უღალატოთ.
ყველა ახალი ამბავი
0