https://sputnik-georgia.com/20230317/rusetis-gancxadeba-start-275869967.html
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის განცხადებას დაუსაბუთებელი უწოდა
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის განცხადებას დაუსაბუთებელი უწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთი დაუსაბუთებლად მიიჩნევს აშშ-ის განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვის მიერ შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულების... 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T17:19+0400
2023-03-17T17:19+0400
2023-03-17T21:52+0400
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
ხელშეკრულება new start
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/07/273721317_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_520d64e522f8045a0ba458051683f69a.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთი დაუსაბუთებლად მიიჩნევს აშშ-ის განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვის მიერ შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულების (START) შეჩერება იურიდიულად არასწორია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა კომერსანტთან ინტერვიუში.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ინსინუაციებზე“ იმის შესახებ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება START-ის შესახებ თითქოს არასწორი იყო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.მისი თქმით, თუ ვაშინგტონში ამ ნაბიჯების ამაოება ჯერ კიდევ არ არის აშკარა ყველასთვის, მაშინ მოსკოვი მზადაა, კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მეთაურობით დასავლეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში ასეთი ვარიანტი სრულიად გამორიცხულია.როგორც რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, მოსკოვი, მიზეზთა გამო, მივიდა დასკვნამდე, რომ ვაშინგტონმა არსებითად დაარღვია START-ის ხელშეკრულება და ამიტომ რუსეთმა, ვენის 1969 წლის კონვენციასთან სრული შესაბამისობით, შეაჩერა შეთანხმების მოქმედება.რიაბკოვის თქმით, თუ შეერთებული შტატები ნამდვილად არის დაინტერესებული START-ის განახლებითა და რუსეთთან თანამშრომლობით შეიარაღების კონტროლის სფეროში, „მაშინ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვან ცარიელ ფანტაზიებზე რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ და აღიარონ, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას ალტერნატივა არ აქვს“.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/07/273721317_131:0:2862:2048_1920x0_80_0_0_b7cb01aea1909e6dd64eefa13d93f9ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ხელშეკრულება new start, ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ხელშეკრულება new start, ახალი ამბები
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთი დაუსაბუთებლად მიიჩნევს აშშ-ის განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვის მიერ შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულების (START) შეჩერება იურიდიულად არასწორია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა
კომერსანტთან ინტერვიუში.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ინსინუაციებზე“ იმის შესახებ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება START-ის შესახებ თითქოს არასწორი იყო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.
„ასეთ „შემოგდებებს“ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიის ელემენტად მივიჩნევთ, რომლის მიზანია აიძულოს რუსეთი, აღადგინოს START-ის რეჟიმი და შეუნარჩუნოს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა, შეუფერხებლად „განჭვრიტოს“ ჩვენი სტრატეგიული არსენალი“, — თქვა რიაბკოვმა.
მისი თქმით, თუ ვაშინგტონში ამ ნაბიჯების ამაოება ჯერ კიდევ არ არის აშკარა ყველასთვის, მაშინ მოსკოვი მზადაა, კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მეთაურობით დასავლეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის პირობებში ასეთი ვარიანტი სრულიად გამორიცხულია.
როგორც რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, მოსკოვი, მიზეზთა გამო, მივიდა დასკვნამდე, რომ ვაშინგტონმა არსებითად დაარღვია START-ის ხელშეკრულება და ამიტომ რუსეთმა, ვენის 1969 წლის კონვენციასთან სრული შესაბამისობით, შეაჩერა შეთანხმების მოქმედება.
რიაბკოვის თქმით, თუ შეერთებული შტატები ნამდვილად არის დაინტერესებული START-ის განახლებითა და რუსეთთან თანამშრომლობით შეიარაღების კონტროლის სფეროში, „მაშინ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვან ცარიელ ფანტაზიებზე რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ და აღიარონ, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას ალტერნატივა არ აქვს“.