https://sputnik-georgia.com/20230317/rogori-iqneba-sakredito-aqtivoba-erovnuli-bankis-prognozi-275860390.html
როგორი იქნება საკრედიტო აქტივობა საქართველოში: ეროვნული ბანკის პროგნოზი
როგორი იქნება საკრედიტო აქტივობა საქართველოში: ეროვნული ბანკის პროგნოზი
სესხების მშპ-თან ფარდობის დონე მაღალი რჩება მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T09:48+0400
2023-03-17T09:48+0400
2023-03-17T16:33+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/62/239266220_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_fd77e49578e9822d190258e8d7409f38.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროპორციულ საკრედიტო აქტივობას ელოდება, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში დაკრედიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გაუთვალისწინებლად 13,3% შეადგინა, რაც ძირითადად ბიზნეს-სესხების ზრდით არის განპირობებული.ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 317,7 მლნ ლარით, ანუ 0,71%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 44,47 მლრდ ლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 189,93 მლნ ლარით, ანუ 0,77%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 127,77 მლნ ლარით, ანუ 0,63%-ით.2023 წლის იანვრის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,37 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 3,07%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,37 მლრდ ლარი, რაც 1,73%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.2023 წლის იანვარში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,55%-ით, ანუ 130,95 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 23,79 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,01% შეადგინა, რაც 0,03 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/62/239266220_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_b37aac06dd9aea8a8d0a6c7a12f5bb2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
როგორი იქნება საკრედიტო აქტივობა საქართველოში: ეროვნული ბანკის პროგნოზი
09:48 17.03.2023 (განახლებულია: 16:33 17.03.2023) სესხების მშპ-თან ფარდობის დონე მაღალი რჩება მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროპორციულ საკრედიტო აქტივობას ელოდება, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში დაკრედიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გაუთვალისწინებლად 13,3% შეადგინა, რაც ძირითადად ბიზნეს-სესხების ზრდით არის განპირობებული.
„ბოლო წლებში მშპ-თან სესხების ფარდობა იკლებს, რაც მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტზე მიუთითებს. შედეგად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში სესხების მშპ-თან ფარდობა გრძელვადიან ტენდენციას ჩამორჩება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სესხების მშპ-თან ფარდობის დონე მაღალი რჩება მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით", – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 317,7 მლნ ლარით, ანუ 0,71%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 44,47 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 189,93 მლნ ლარით, ანუ 0,77%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 127,77 მლნ ლარით, ანუ 0,63%-ით.
2023 წლის იანვრის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,37 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 3,07%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,37 მლრდ ლარი, რაც 1,73%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
2023 წლის იანვარში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,55%-ით, ანუ 130,95 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 23,79 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,01% შეადგინა, რაც 0,03 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე.