https://sputnik-georgia.com/20230317/remonti-dasrulda-metros-sadguri-gocirize-musaobas-iwyebs-275888802.html
რემონტი დასრულდა: მეტროს სადგური „გოცირიძე“ მუშაობას იწყებს
რემონტი დასრულდა: მეტროს სადგური „გოცირიძე“ მუშაობას იწყებს
Sputnik საქართველო
სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის – დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T23:19+0400
2023-03-17T23:19+0400
2023-03-17T23:19+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275887743_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_adf1e7dec5308fb9c4faac6c9e6a26d3.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისის მეტროს სადგური „გოცირიძე“, ორი წლის შემდეგ, მუშაობას 18 მარტს განაახლებს, იუწყება თბილისის მერია.მერიის განცხადებით, სადგურის რემონტი სრულად დამთავრდა.რეკონსტრუქციის ფარგლებში გარემონტდა ინტერიერი და ექსტერიერი; „გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა, ახლა მთლიანად გადაიფარა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები.სადგური ასევე ადაპტირებული გახდა შშმ პირებისთვის – დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები.ასევე გარემონტდა როგორც სადგურის ვესტიბიული, ასევე ბაქანი, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც.პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინასადგური „გოცირიძე" 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი სახე მას შემდეგ განსაკუთრებულად არ შეცვლილა. მეტროს მშენებლობის ხელმძღვანელის ვიქტორ გოცირიძის სახელი ამ სადგურს, რომელსაც მანამდე „ელექტროდეპო“ ერქვა, 2011 წელს მიენიჭა.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275887743_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_85d8902f5cc939cc42aba3cdf69c9565.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
რემონტი დასრულდა: მეტროს სადგური „გოცირიძე“ მუშაობას იწყებს
სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის – დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისის მეტროს სადგური „გოცირიძე“, ორი წლის შემდეგ, მუშაობას 18 მარტს განაახლებს, იუწყება თბილისის მერია.
მერიის განცხადებით, სადგურის რემონტი სრულად დამთავრდა.
რეკონსტრუქციის ფარგლებში გარემონტდა ინტერიერი და ექსტერიერი; „გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა, ახლა მთლიანად გადაიფარა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები.
სადგური ასევე ადაპტირებული გახდა შშმ პირებისთვის – დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები.
ასევე გარემონტდა როგორც სადგურის ვესტიბიული, ასევე ბაქანი, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც.
პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა
სადგური „გოცირიძე" 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი სახე მას შემდეგ განსაკუთრებულად არ შეცვლილა. მეტროს მშენებლობის ხელმძღვანელის ვიქტორ გოცირიძის სახელი ამ სადგურს, რომელსაც მანამდე „ელექტროდეპო“ ერქვა, 2011 წელს მიენიჭა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.