მოსაზრება: ყირიმთან MQ-9 Reaper-ის ფრენა აკრძალულია - პენტაგონში ეს გააცნობიერეს

© photo: Sputnik / Konstatntin Mikhalchevski / გადასვლა მედიაბანკშიყირიმი
ყირიმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
შავ ზღვაში 32 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენი აპარატის MQ-9 Reaper-ის დაკარგვა ცხადყოფს, რომ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვითი-შემტევი ინფრასტრუქტურა მოწყვლადია. უპილოტო აპარატების აგრესიული ფრენები ნეიტრალური წყლების თავზე რუსეთის მიწების მახლობლად თვითგანადგურების ტოლფასია. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ხელშეუხებელი არც ბალტიის ზღვის თავზე მფრინავი ამერიკული გამანადგურებელი F-16 და სტრატეგიული ბომბდამშენი B-52-ია.
ამერიკის ტექნოლოგიური დამცირების ტოლფასი იყო ხუთშაბათს დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნებული უპილოტო აპარატიდან გადაღებული ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ 14 მარტს, დილით MQ-9 Reaper-ის ხრახნი მოიღუნა მხოლოდ და მხოლოდ რუსული გამანადგურებლის Су-27-ის რეაქტიული ნაკადის დარტყმისგან. ბორტზე არსებული შეიარაღება არ ყოფილა გამოყენებული, თუმცა ვაშინგტონში შეშფოთდნენ.
თეთრმა სახლმა ინციდენტს „სახიფათო და უგუნური“ უწოდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიუთითა, რომ მიზეზი იყო აშშ-ის მოქმედება – სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობასთან დაკავშირებით დაწესებული ფრენების შეზღუდვის ზონის დარღვევა, ასევე რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ დაზვერვითი საქმიანობის გაძლიერება.
ამერიკული მხარის ინიციატივით 15 მარტს ტელეფონით მოლაპარაკება გამართეს რუსეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ლოიდ ოსტინმა, ასევე რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელძღვანელმა მარკ მილიმ. ოსტინმა ხაზი გაუსვა: „აშშ განაგრძობს ფრენებს და მოქმედებას ყველგან, სადაც ამის უფლებას საერთაშორისო სამართალი იძლევა“. შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი „ყველა პროვოკაციას მომავალშიც მართლზომიერად უპასუხებს“.
ფრენების შეზღუდვის ზონა უცვლელი რჩება. აშშ-ის სტრატეგიული უპილოტოების გამოჩენა ყირიმის სანაპიროებთან შავი ზღვის რეგიონში ესკალაციის წინაპირობა და პროვოკაციაა. ამერიკელების დემაგოგიური მსჯელობა საერთაშორისო სამართალზე არ ამართლებს მზვერავ-დამრტყმელი აპარატის უდავოდ მტრულ მოქმედებას რუსეთის სანაპიროდან 60 კმ-ისა და აშშ-ის ტერიტორიიდან 8000 კმ-ის მოშორებით. ცხარე საერთაშორისო დისკუსია სხვა მოედნებზე გრძელდება.

ესკალაციის საფრთხე

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გამოვიდა იმ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდების ინიციატივით, რომლებიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში პენტაგონის საფრენ აპარატებს მიუახლოვდებიან. რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა სენატორები გააფრთხილა: „ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავებზე განზრახ თავდასხმა – ეს... უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოსთვის ომის ღიად გამოცხადებაა. რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტი რადიკალურად განსხვავებული იქნება პროქსი-ომისგან, რომელსაც ამერიკელები დისტანციურად ეწევიან ჩვენ წინააღმდეგ უკრაინაში“.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ აღნიშნა, რომ უპილოტო აპარატი MQ-9 შავ ზღვაში 1500 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა და მისი ამოღება რთულია. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ აპირებენ აპარატის ამოღებას, რადგან ასე რუსი სპეციალისტები შეძლებენ შეისწავლონ კავშირისა და ინფორმაციის სისტემები, გაიგონ ბევრი საინტერესო ამერიკული მზვერავის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე.
ღია წყაროების თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ძალები განაგრძობენ ამერიკული უპილოტო აპარატის ნამსხვრევების ძებნას. აშშ შიშობს მონაცემების გამო და თურქეთს სთხოვს, გაუხსნას სრუტე სპეციალიზებული ხომალდების შესასვლელად და აპარატის ამოსაღებად.
რუმინული ბაზიდან კიმპია-ტურზიდან რეგულარულად გაშვებული უპილოტო სტრატეგიული დამრტყმელი აპარატები MQ-9 Reaper წარმოადგენს დამრტყმელი გამანადგურებლის ან საშუალო მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტების ეკვივალენტს, ხოლო დაზვერვითი მოდიფიკაციის აპარატები გამიზნულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობის რეჟიმის განსაზღვრისა და სამხედრო ობიექტების კოორდინატების აღმოჩენისთვის, უკრაინის ბრძოლის ველზე რუსეთის საჯარისო დაჯგუფებების შესაძლებლობების შეფასებისთვის.
მოკლედ – რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ადრე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ფრთოსანი სტრატეგიული ბომბდამშენები Lancer ყირიმის სანაპიროებთან ვარჯიშობდნენ შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების AGM-158C LRASM-ის გამოყენებაში.
ამერიკული კომპანია General Atomics-ის უპილოტო აპარატი MQ-9 Reaper აღჭურვილია ტურბოძრავით, შეუძლია ჰაერში უწყვეტად 24 საათი ყოფნა, 1,7 ტონა ტვირთის გადატანა და 15 ათას მეტრ სიმაღლეზე 400 კმ/სთ სიჩქარით ფრენა. ფრენის მანძილია 1900 კმ, იმართება თანამგზავრის საშუალებით მოშორებით მყოფი ოპერატორების მიერ.
14 მარტის ინციდენტის ფონზე პენტაგონმა გააუქმა მზვერავ-დამრტყმელი უპილოტო აპარატების ფრენა ყირიმის მახლობლად. აშშ ალბათ არ დახურავს რუმინეთში MQ-9 Reaper-ის ბაზას, მაგრამ უფრო ფრთხილად იმოქმედებს.
15 მარტს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და აშშ-ს შორის. მოსკოვი მხოლოდ სიტყვებს არ ენდობა და ყურადღებით აკვირდება მის მოქმედებას. რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ესკალაციის ალბათობა სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და შავი ზღვის ზონაში კვლავაც არსებობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0