მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლდოვაში სახელმწიფო ენას ოფიციალურად ეწოდა „რუმინული“

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სიტყვათშეთანხმება „მოლდოვური ენა“ მოლდოვის ყველა კანონისა და ნორმატიული აქტის ტექსტებში, მათ შორის, ქვეყნის კონსტიტუციაში შეიცვლება „რუმინული ენით“. შესაბამისი კანონი მოლდოვის პარლამენტმა მეორე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) დეპუტატებმა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. წინააღმდეგი იყო კომუნისტებისა და სოციალისტების ფრაქცია.
მოლდოვური გამოცემა NewsMaker-ის ცნობით, ოპოზიციის დეპუტატებმა კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღების წინადადება წამოაყენეს, მაგრამ მათმა ინიციატივამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.
PAS-მა კანონპროექტი პარლამენტს 27 თებერვალს წარუდგინა. იგი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულებას, სადაც ნათქვამია, რომ კონსტიტუციაში განსაზღვრება „მოლდოვური ენა“ უნდა შეიცვალოს „რუმინულით“.
როგორც მაშინ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ენა არის რუმინული, კონსტიტუციაზე უპირატესია. ახლა კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა „ლათინური გრაფიკის მქონე მოლდოვური“. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო იყო, მაგრამ პარლამენტს იგი აქამდე არ ჰქონდა მიღებული.
აღსანიშნავია, რომ PAS-ის ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიამ. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტის მიღება ბოლოს მოუღებს „ამ საკითხზე გაუთავებელ დისკუსიებს, ყველა სპეკულაციას, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია გრძელდება“.
2020 წლის დეკემბერში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სახელმწიფო ენა მოლდოვურიდან რუმინულით შეიცვალა.
მოლდოვური და რუმინული ენები რომანული ენების ბალკანურ-რომანულ ქვეჯგუფს მიეკუთვნება და მონათესავე ენებია. ზოგიერთი ენათმეცნიერი მიიჩნევს, რომ „მოლდოვური“ და „რუმინული“ ერთისა და იმავე ენის სხვადასხვა სახელწოდებაა, ნაწილი კი მოლდოვურს დამოუკიდებელ აღმოსავლურ-რომანულ ენას უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0