კალაძე: ხელისუფლება ხალხის ინტერესებს იცავს

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საუბრები ხელისუფლების შეცვლაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოწოდებები კატეგორიულად მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.

„დღეს საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც არის სამშობლოს და ხალხის პატრიოტი და იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს. გვახსოვს ბევრი მოწოდება საზღვრებს გარედან, ქვეყნის შიგნით იყო მინიშნებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. ასეთი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, ასევე იყო ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული. ვისთვის იყო მომგებიანი, რომ სანქციებს არ შევუერთდით? – ისევ ჩვენი ხალხისთვის. ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდეა, აქედან მოგებული საქართველოს მოსახლეობა დარჩა“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0