https://sputnik-georgia.com/20230317/kaladze-skalndalur-kanonproeqtebze-275865512.html
„სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“ - კალაძე სკანდალურ კანონპროექტებზე
„სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“ - კალაძე სკანდალურ კანონპროექტებზე
Sputnik საქართველო
პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T14:50+0400
2023-03-17T14:50+0400
2023-03-17T20:55+0400
საქართველო
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275557265_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_98da39877ab30a2e2974b4da72871abd.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების პარლამენტიდან გაწვევით საქართველოს ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.თბილისის ცენტრში ორდღიანი ქუჩის პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, უკან გაიწვიეს.ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, აღნიშნა მან.როდესაც საზოგადოება წინააღმდეგიამიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.მართალია, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია – აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275557265_101:0:1240:854_1920x0_80_0_0_31d245ad893cd9f8f3d9df147f492fd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
„სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“ - კალაძე სკანდალურ კანონპროექტებზე
14:50 17.03.2023 (განახლებულია: 20:55 17.03.2023) პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების პარლამენტიდან გაწვევით საქართველოს ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის ცენტრში ორდღიანი ქუჩის პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, უკან გაიწვიეს.
„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, სწორი იყო, არცერთი კანონპროექტი და არანაირი გადაწყვეტილება, არცერთი პოლიტიკური თამაში არ ღირს იმად, რომ ვინმე ვინმეს დაუპირისპირდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოუვარდეს არავის", – განაცხადა კალაძემ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, აღნიშნა მან.
როდესაც საზოგადოება წინააღმდეგია
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საჭიროა არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის, უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
მართალია, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღება მხოლოდ ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ და მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოებამ დაპირებებს არ დაუჯერა.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნა საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია, რომ ეს კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
პარლამენტში კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. დღეისათვის მომიტინგეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია – აქციების დროს ყველა დაკავებული პირი თავისუფალია, კანონპროექტები კი გაწვეულია.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. თავის მხრივ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.