https://sputnik-georgia.com/20230317/fsiqologiuri-testi-275866842.html
ფსიქოლოგიური ტესტი: ახადეთ ფარდა საკუთარ იდუმალ თვისებებს
ფსიქოლოგიური ტესტი: ახადეთ ფარდა საკუთარ იდუმალ თვისებებს
თითოეული ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს სამყაროს და სწორედ ამის გამოა, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობებში ვცხოვრობთ. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T15:16+0400
2023-03-17T15:16+0400
2023-03-17T21:01+0400
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23979/36/239793674_0:60:1920:1140_1920x0_80_0_0_0e6c43164e71e1a230158707667e63cf.jpg
შემოთავაზებული ტესტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელი დეტალები იზიდავს თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად და, შესაბამისად, გაერკვეთ ზოგ ისეთ თვისებაში, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდათ.ასე რომ, დახედეთ სურათს და დაუფიქრებლად, გაუაზრებლად თქვით, რა მოგხვდათ უპირველესად თვალში, ანუ რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?თუ უპირველესად შენიშნეთ:სახის კონტური საკუთარ პიროვნებას თავსატეხივით აწყობთ ნაწილებისგან. ანუ ცდილობთ თავად შექმნათ საკუთარი თავი და სამყაროს წინაშე ისე წარმოჩინდეთ. ესაა თქვენი მიზანი.გსურთ, რომ წარმატებას ერთბაშად რამდენიმე სფეროში მიაღწიოთ, რათა შემდეგ მოზაიკასავით დეტალებისგან ააწყოთ საკუთარი იდეალური სურათი.ეს დეტალები შეიძლება იყოს:მაგრამ ეს აბსოლუტურად არაპროდუქტიული საქმიანობაა, ვინაიდან ნებისმიერი სრულყოფილება — ეს ილუზიაა.ხე/ტვინი თქვენი მიზანია ცოდნის გამუდმებული შევსება. წარმოუდგენლად ცნობიმოყვარე ხართ და ეს ყველასგან გამოგარჩევთ.იმისათვის, რომ სამყაროს ჩაწვდეთ, ცდილობთ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ მის შესახებ. ყველა თქვენი ქმედებისა და ნაბიჯის საფუძველი ახლის შემეცნებისადმი სწრაფვაა.მოგწონთ რთული საკითხების კვლევა და შესწავლა. გამორიცხული არ არის, შეთქმულების თეორიითა და მისტიციზმითაც კი იყოთ გატაცებული. საზოგადოება გაფასებთ როგორც ადამიანს, რომელიც ყველა სფეროშია გარკვეული და ყველაფერზე შეუძლია მსჯელობა.ფსიქოლოგია და მისი ცნებები არავითარ შეკითხვებს არ ბადებს თქვენში. რამდენიმე ასწლეულის წინ რომ დაბადებულიყავით, ფილოსოფოსიც კი გამოხვიდოდით. ინფორმაციის თითოეულ დეტალს თქვენთვის უმაღლესი დანიშნულება აქვს. და ეს უმაღლესი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ კოსმოსურ ჭეშმარიტებას ჩაწვდეთ.თქვენ გამოწვლილვით აჯერებთ და ააანალიზებთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც იღებთ — დეტექტივივით, რომელიც ფაქტებს შორის კავშირის დადგენით ცდილობს გამოცანაზე პასუხის მიღებას.თქვენი თვითრეალიზაცია შინაგანი ხასიათისაა. ანუ გარე სამყაროდან ინფორმაციის მაქსიმუმს იწოვთ და შემდეგ ცდილობთ პასუხი გასცეთ შინაგან შეკითხვებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ.სხვათა აზრს ნაკლებად აქცევთ ყურადღებას. თქვენთვის მთავარი ისაა, რომ საკუთარ არსსა და ამქვეყნად არსებობის აზრს ჩაწვდეთ. ესაა თქვენი ყველაზე დიდი ამოცანა. მთავარი ამ დროს ისაა, რომ არ დაკარგოთ საკუთარი „მე“.ფრინველებითქვენ შორს ხართ იმ თამაშისგან, რომელსაც საზოგადოება თამაშობს. არ ისწრაფვით მოძებნოთ ან შექმნათ საკუთარი თავი. ერთადერთი, რაც გსურთ, ეს არის თავისუფლება – იყოთ ის, ვინც ხართ და დატკბეთ სამყაროთი.ამ კონკრეტულ მომენტში გრძნობთ, რომ ვერ ეწერებით საკუთარ გარემოცვაში და ამიტომ მოგზაურობისა და მსოფლიოს ნახვის წყურვილი გახრჩობთ.ერთსა და იმავე ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებით. დროის მსვლელობა კიდევ უფრო გიღვივებთ სურვილს, მოსინჯოთ რაღაც ახალი.თქვენ ის ადამიანი არ ხართ, ვინც ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. მოგწონთ წვეულებები, მხიარული დროსტარება და ხანდახან თავის დაკარგვაც კი.კიდევ ბუნებაში ყოფნა მოგწონთ. მთელი გულით ოცნებობთ ეგზოტიკური ადგილების მონახულებაზე მსოფლიოს მასშტაბით.გამოცდილება თქვენთვის ნებისმიერ ცოდნაზე მეტს ნიშნავს. ინფორმაციას თითქოს შთანთქავთ და მერე მისი ნაწილების მატერიალიზაციას ახდენთ. მაგრამ ეს ცოდნა ძალიან სწრაფად ქრება – როგორც კი რამეში გამოიყენებთ.თვითრეალიზაციისადმი თქვენეული მიდგომა შეიძლება დახასიათდეს როგორც შერეული, ანუ როგორც შინაგანი და გარე მიდგომების ნაზავი.თქვენი ძირითადი ამოცანაა საკუთარ თავში წვდომა და გარემომცველი სამყაროს შეგრძნობა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორც დაგინახავენ ირგვლივ მყოფები ან როგორი აღმოჩნდება უზენაესი ჭეშმარიტება.თქვენ უბრალოდ ის მოგზაური ხართ, რომელიც სიხარულის საძიებლადაა წასული. მთავარი ამ დროს ისაა, რომ არ უგულებელყოთ საკუთარი ურთიერთობები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23979/36/239793674_160:0:1760:1200_1920x0_80_0_0_0be52fefe434ad28ba482ed5f8368849.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ფსიქოლოგიური ტესტი: ახადეთ ფარდა საკუთარ იდუმალ თვისებებს
15:16 17.03.2023 (განახლებულია: 21:01 17.03.2023) თითოეული ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს სამყაროს და სწორედ ამის გამოა, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობებში ვცხოვრობთ.
შემოთავაზებული ტესტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელი დეტალები იზიდავს თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად და, შესაბამისად, გაერკვეთ ზოგ ისეთ თვისებაში, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდათ.
ასე რომ, დახედეთ სურათს და დაუფიქრებლად, გაუაზრებლად თქვით, რა მოგხვდათ უპირველესად თვალში, ანუ რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?
თუ უპირველესად შენიშნეთ:
საკუთარ პიროვნებას თავსატეხივით აწყობთ ნაწილებისგან. ანუ ცდილობთ თავად შექმნათ საკუთარი თავი და სამყაროს წინაშე ისე წარმოჩინდეთ. ესაა თქვენი მიზანი.
გსურთ, რომ წარმატებას ერთბაშად რამდენიმე სფეროში მიაღწიოთ, რათა შემდეგ მოზაიკასავით დეტალებისგან ააწყოთ საკუთარი იდეალური სურათი.
ეს დეტალები შეიძლება იყოს:
ხილული — სამოსი, გარეგნობა, აქსესუარები, ქონება, სოციალური წრე, მეგობრები და მეორე ნახევარიც კი, როგორც ერთგვარი დანამატი თქვენ მიერ მოფიქრებული სურათისა;
აბსტრაქტული — ნიჭი, ფასეულობები, გამოცდილება, წარმატებები, მოგონებები.
მაგრამ ეს აბსოლუტურად არაპროდუქტიული საქმიანობაა, ვინაიდან ნებისმიერი სრულყოფილება — ეს ილუზიაა.
თქვენი მიზანია ცოდნის გამუდმებული შევსება. წარმოუდგენლად ცნობიმოყვარე ხართ და ეს ყველასგან გამოგარჩევთ.
იმისათვის, რომ სამყაროს ჩაწვდეთ, ცდილობთ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ მის შესახებ. ყველა თქვენი ქმედებისა და ნაბიჯის საფუძველი ახლის შემეცნებისადმი სწრაფვაა.
მოგწონთ რთული საკითხების კვლევა და შესწავლა. გამორიცხული არ არის, შეთქმულების თეორიითა და მისტიციზმითაც კი იყოთ გატაცებული. საზოგადოება გაფასებთ როგორც ადამიანს, რომელიც ყველა სფეროშია გარკვეული და ყველაფერზე შეუძლია მსჯელობა.
ფსიქოლოგია და მისი ცნებები არავითარ შეკითხვებს არ ბადებს თქვენში. რამდენიმე ასწლეულის წინ რომ დაბადებულიყავით, ფილოსოფოსიც კი გამოხვიდოდით. ინფორმაციის თითოეულ დეტალს თქვენთვის უმაღლესი დანიშნულება აქვს. და ეს უმაღლესი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ კოსმოსურ ჭეშმარიტებას ჩაწვდეთ.
თქვენ გამოწვლილვით აჯერებთ და ააანალიზებთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც იღებთ — დეტექტივივით, რომელიც ფაქტებს შორის კავშირის დადგენით ცდილობს გამოცანაზე პასუხის მიღებას.
თქვენი თვითრეალიზაცია შინაგანი ხასიათისაა. ანუ გარე სამყაროდან ინფორმაციის მაქსიმუმს იწოვთ და შემდეგ ცდილობთ პასუხი გასცეთ შინაგან შეკითხვებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ.
სხვათა აზრს ნაკლებად აქცევთ ყურადღებას. თქვენთვის მთავარი ისაა, რომ საკუთარ არსსა და ამქვეყნად არსებობის აზრს ჩაწვდეთ. ესაა თქვენი ყველაზე დიდი ამოცანა. მთავარი ამ დროს ისაა, რომ არ დაკარგოთ საკუთარი „მე“.
თქვენ შორს ხართ იმ თამაშისგან, რომელსაც საზოგადოება თამაშობს. არ ისწრაფვით მოძებნოთ ან შექმნათ საკუთარი თავი. ერთადერთი, რაც გსურთ, ეს არის თავისუფლება – იყოთ ის, ვინც ხართ და დატკბეთ სამყაროთი.
ამ კონკრეტულ მომენტში გრძნობთ, რომ ვერ ეწერებით საკუთარ გარემოცვაში და ამიტომ მოგზაურობისა და მსოფლიოს ნახვის წყურვილი გახრჩობთ.
ერთსა და იმავე ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებით. დროის მსვლელობა კიდევ უფრო გიღვივებთ სურვილს, მოსინჯოთ რაღაც ახალი.
თქვენ ის ადამიანი არ ხართ, ვინც ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. მოგწონთ წვეულებები, მხიარული დროსტარება და ხანდახან თავის დაკარგვაც კი.
კიდევ ბუნებაში ყოფნა მოგწონთ. მთელი გულით ოცნებობთ ეგზოტიკური ადგილების მონახულებაზე მსოფლიოს მასშტაბით.
გამოცდილება თქვენთვის ნებისმიერ ცოდნაზე მეტს ნიშნავს. ინფორმაციას თითქოს შთანთქავთ და მერე მისი ნაწილების მატერიალიზაციას ახდენთ. მაგრამ ეს ცოდნა ძალიან სწრაფად ქრება – როგორც კი რამეში გამოიყენებთ.
თვითრეალიზაციისადმი თქვენეული მიდგომა შეიძლება დახასიათდეს როგორც შერეული, ანუ როგორც შინაგანი და გარე მიდგომების ნაზავი.
თქვენი ძირითადი ამოცანაა საკუთარ თავში წვდომა და გარემომცველი სამყაროს შეგრძნობა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორც დაგინახავენ ირგვლივ მყოფები ან როგორი აღმოჩნდება უზენაესი ჭეშმარიტება.
თქვენ უბრალოდ ის მოგზაური ხართ, რომელიც სიხარულის საძიებლადაა წასული. მთავარი ამ დროს ისაა, რომ არ უგულებელყოთ საკუთარი ურთიერთობები.