ფსიქოლოგიური ტესტი: ახადეთ ფარდა საკუთარ იდუმალ თვისებებს

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2024
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს სამყაროს და სწორედ ამის გამოა, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რეალობებში ვცხოვრობთ.

შემოთავაზებული ტესტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელი დეტალები იზიდავს თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად და, შესაბამისად, გაერკვეთ ზოგ ისეთ თვისებაში, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდათ.

ასე რომ, დახედეთ სურათს და დაუფიქრებლად, გაუაზრებლად თქვით, რა მოგხვდათ უპირველესად თვალში, ანუ რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი

თუ უპირველესად შენიშნეთ:

სახის კონტური
საკუთარ პიროვნებას თავსატეხივით აწყობთ ნაწილებისგან. ანუ ცდილობთ თავად შექმნათ საკუთარი თავი და სამყაროს წინაშე ისე წარმოჩინდეთ. ესაა თქვენი მიზანი.
გსურთ, რომ წარმატებას ერთბაშად რამდენიმე სფეროში მიაღწიოთ, რათა შემდეგ მოზაიკასავით დეტალებისგან ააწყოთ საკუთარი იდეალური სურათი.
ეს დეტალები შეიძლება იყოს:
ხილული — სამოსი, გარეგნობა, აქსესუარები, ქონება, სოციალური წრე, მეგობრები და მეორე ნახევარიც კი, როგორც ერთგვარი დანამატი თქვენ მიერ მოფიქრებული სურათისა;
აბსტრაქტული — ნიჭი, ფასეულობები, გამოცდილება, წარმატებები, მოგონებები.
მაგრამ ეს აბსოლუტურად არაპროდუქტიული საქმიანობაა, ვინაიდან ნებისმიერი სრულყოფილება — ეს ილუზიაა.
ხე/ტვინი
თქვენი მიზანია ცოდნის გამუდმებული შევსება. წარმოუდგენლად ცნობიმოყვარე ხართ და ეს ყველასგან გამოგარჩევთ.
იმისათვის, რომ სამყაროს ჩაწვდეთ, ცდილობთ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ მის შესახებ. ყველა თქვენი ქმედებისა და ნაბიჯის საფუძველი ახლის შემეცნებისადმი სწრაფვაა.
მოგწონთ რთული საკითხების კვლევა და შესწავლა. გამორიცხული არ არის, შეთქმულების თეორიითა და მისტიციზმითაც კი იყოთ გატაცებული. საზოგადოება გაფასებთ როგორც ადამიანს, რომელიც ყველა სფეროშია გარკვეული და ყველაფერზე შეუძლია მსჯელობა.
ფსიქოლოგია და მისი ცნებები არავითარ შეკითხვებს არ ბადებს თქვენში. რამდენიმე ასწლეულის წინ რომ დაბადებულიყავით, ფილოსოფოსიც კი გამოხვიდოდით. ინფორმაციის თითოეულ დეტალს თქვენთვის უმაღლესი დანიშნულება აქვს. და ეს უმაღლესი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ კოსმოსურ ჭეშმარიტებას ჩაწვდეთ.
თქვენ გამოწვლილვით აჯერებთ და ააანალიზებთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც იღებთ — დეტექტივივით, რომელიც ფაქტებს შორის კავშირის დადგენით ცდილობს გამოცანაზე პასუხის მიღებას.

თქვენი თვითრეალიზაცია შინაგანი ხასიათისაა. ანუ გარე სამყაროდან ინფორმაციის მაქსიმუმს იწოვთ და შემდეგ ცდილობთ პასუხი გასცეთ შინაგან შეკითხვებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ.
სხვათა აზრს ნაკლებად აქცევთ ყურადღებას. თქვენთვის მთავარი ისაა, რომ საკუთარ არსსა და ამქვეყნად არსებობის აზრს ჩაწვდეთ. ესაა თქვენი ყველაზე დიდი ამოცანა. მთავარი ამ დროს ისაა, რომ არ დაკარგოთ საკუთარი „მე“.
ფრინველები
თქვენ შორს ხართ იმ თამაშისგან, რომელსაც საზოგადოება თამაშობს. არ ისწრაფვით მოძებნოთ ან შექმნათ საკუთარი თავი. ერთადერთი, რაც გსურთ, ეს არის თავისუფლება – იყოთ ის, ვინც ხართ და დატკბეთ სამყაროთი.
ამ კონკრეტულ მომენტში გრძნობთ, რომ ვერ ეწერებით საკუთარ გარემოცვაში და ამიტომ მოგზაურობისა და მსოფლიოს ნახვის წყურვილი გახრჩობთ.
ერთსა და იმავე ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებით. დროის მსვლელობა კიდევ უფრო გიღვივებთ სურვილს, მოსინჯოთ რაღაც ახალი.
თქვენ ის ადამიანი არ ხართ, ვინც ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. მოგწონთ წვეულებები, მხიარული დროსტარება და ხანდახან თავის დაკარგვაც კი.
კიდევ ბუნებაში ყოფნა მოგწონთ. მთელი გულით ოცნებობთ ეგზოტიკური ადგილების მონახულებაზე მსოფლიოს მასშტაბით.
გამოცდილება თქვენთვის ნებისმიერ ცოდნაზე მეტს ნიშნავს. ინფორმაციას თითქოს შთანთქავთ და მერე მისი ნაწილების მატერიალიზაციას ახდენთ. მაგრამ ეს ცოდნა ძალიან სწრაფად ქრება – როგორც კი რამეში გამოიყენებთ.
თვითრეალიზაციისადმი თქვენეული მიდგომა შეიძლება დახასიათდეს როგორც შერეული, ანუ როგორც შინაგანი და გარე მიდგომების ნაზავი.
თქვენი ძირითადი ამოცანაა საკუთარ თავში წვდომა და გარემომცველი სამყაროს შეგრძნობა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორც დაგინახავენ ირგვლივ მყოფები ან როგორი აღმოჩნდება უზენაესი ჭეშმარიტება.
თქვენ უბრალოდ ის მოგზაური ხართ, რომელიც სიხარულის საძიებლადაა წასული. მთავარი ამ დროს ისაა, რომ არ უგულებელყოთ საკუთარი ურთიერთობები.
ყველა ახალი ამბავი
0