https://sputnik-georgia.com/20230317/agriteq-qartuli-produqcia-waradgines-275867343.html
Agriteq-ზე ქართული პროდუქცია წარადგინეს
Agriteq-ზე ქართული პროდუქცია წარადგინეს
Sputnik საქართველო
გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. 17.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-17T17:41+0400
2023-03-17T17:41+0400
2023-03-20T14:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275864764_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_a2430f15b8def098232dca5c1efddce9.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კატარის დედაქალაქ დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2023-ზე 14-მა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.Agriteq – სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარსა და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.საქართველოს სტენდთან შამუგიამ კატარის მინისტრები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მიიღო და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, კატარის სახელმწიფოს სტენდები დაათვალიერა, ასევე ოფიციალურ პირებს შეხვდა.„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავამაღლოთ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე და გავხადოთ მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები", – განაცხადა შამუგიამ.ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი და სუბლიმირებული ხილი, თაფლი, ორგანული წვენები. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.წელს გამოფენაში მონაწილეობს 52 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 650-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275864764_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_8f1933e1863f1ab15a3ab95587b81715.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
Agriteq-ზე ქართული პროდუქცია წარადგინეს
17:41 17.03.2023 (განახლებულია: 14:29 20.03.2023) გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კატარის დედაქალაქ დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2023-ზე 14-მა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Agriteq – სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარსა და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.
„ბოლო წლებში სპარსეთის ყურის ქვეყნებში ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ინტერესი სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად მსგავსი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს", – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელმაც ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს სტენდთან შამუგიამ კატარის მინისტრები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები მიიღო და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, კატარის სახელმწიფოს სტენდები დაათვალიერა, ასევე ოფიციალურ პირებს შეხვდა.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავამაღლოთ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე და გავხადოთ მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები", – განაცხადა შამუგიამ.
ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი და სუბლიმირებული ხილი, თაფლი, ორგანული წვენები. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
წელს გამოფენაში მონაწილეობს 52 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 650-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.