თბილისის ცენტრში 18 მარტს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Tbilisi City Hall ქეთევან დედოფლის გამზირი
ქეთევან დედოფლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
სამუშაოები, რომელიც მოძრაობის შეფერხებას ან გზის შევიწროებას გამოიწვევს, ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ქეთევან დედოფლის და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 18 თებერვალს ტრანსპორტის გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს უსაფრთხოების კუნძულებისა და ტროტუარების მოწესრიგებას.
18 მარტის 24:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირისა და ნავთლუღის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და სამგორის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთებსა და მოსკოვის გამზირის N2-ის მიმდებარედ.
სამუშაოები, რომელიც მოძრაობის შეფერხებას ან გზის შევიწროებას გამოიწვევს, ძირითადად იწარმოებს ღამის საათებში, ხოლო დღის განმავლობაში, ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და სამუშაოები განხორციელდება მოძრაობის მცირედი შეფერხებით.
სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, არსებული საგზაო-სატრანსპორტო სქემის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0