https://sputnik-georgia.com/20230316/video-amerikuli-dronis-incidenti-275843775.html
პენტაგონმა ამერიკული დრონისა და რუსული გამანადგურებლების ინციდენტის ვიდეო გამოაქვეყნა
პენტაგონმა ამერიკული დრონისა და რუსული გამანადგურებლების ინციდენტის ვიდეო გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლების Су-27-ისა და ამერიკული დრონის... 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T17:20+0400
2023-03-16T17:20+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/68/234286829_0:120:2304:1416_1920x0_80_0_0_9d7ed9d95872487c94e562bb7fdd4ed7.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლების Су-27-ისა და ამერიკული დრონის MQ-9 Reaper-ის ინციდენტია აღბეჭდილი.არსებული ინფორმაციით, ვიდეო ჩამოგდებულმა დრონმა გადაიღო.როგორც პენტაგონში ირწმუნებიან, ამ კადრებზე გამანადგურებლებისა და დრონის ფიზიკური კონტაქტის დანახვაა შესაძლებელი. მათი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც რუსულ Су-27 დრონის ცხვირს შეეჯახა.ამასთან, როგორც ამერიკული მედია წერს, რუსეთის ხელისუფლებაცა და პენტაგონიც სადაზვერვო დრონის ჩამოვარდნას ოფიციალურად გაუთვალისწინებელ სიტუაციად აფასებენ. ვაშინგტონმა რუსი მფრინავები „უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ამერიკული დრონი „მკვეთრი მანევრირების შედეგად“ ჩამოვარდა.მიუხედავად ამისა, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსულმა გამანადგურებლებმა განზრახ დააზიანეს დრონი, თუმცა შესაძლოა პენტაგონმა ეს ფაქტი არ აღიაროს, რათა კიდევ მეტად არ გაამწვავოს ვითარება რეგიონში.აღსანიშნავია, რომ დრონის ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ლოიდ ოსტინმა და სერგეი შოიგუმ უკვე ისაუბრეს ტელეფონით.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში დრონის ჩამოვარდნის ადგილზე რუსული სამხედრო ხომალდების აქტიურობა შეინიშნება. სავარაუდოდ, ისინი უპილოტო მზვერავის ნამსხვრევების ამოღებას ცდილობენ. თუმცა, როგორც CNN წერს, დრონის კომპიუტერიდან ყველა მონაცემი უკვე წაშლილია დისტანციურად.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/68/234286829_128:0:2176:1536_1920x0_80_0_0_ae0ac425ccb791ae0e4e891a8154b62d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლების Су-27-ისა და ამერიკული დრონის MQ-9 Reaper-ის ინციდენტია აღბეჭდილი.
არსებული ინფორმაციით, ვიდეო ჩამოგდებულმა დრონმა გადაიღო.
როგორც პენტაგონში ირწმუნებიან, ამ კადრებზე გამანადგურებლებისა და დრონის ფიზიკური კონტაქტის დანახვაა შესაძლებელი. მათი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც რუსულ Су-27 დრონის ცხვირს შეეჯახა.
ამასთან, როგორც ამერიკული მედია წერს, რუსეთის ხელისუფლებაცა და პენტაგონიც სადაზვერვო დრონის ჩამოვარდნას ოფიციალურად გაუთვალისწინებელ სიტუაციად აფასებენ. ვაშინგტონმა რუსი მფრინავები „უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ამერიკული დრონი „მკვეთრი მანევრირების შედეგად“ ჩამოვარდა.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ რუსულმა გამანადგურებლებმა განზრახ დააზიანეს დრონი, თუმცა შესაძლოა პენტაგონმა ეს ფაქტი არ აღიაროს, რათა კიდევ მეტად არ გაამწვავოს ვითარება რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ დრონის ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ლოიდ ოსტინმა და სერგეი შოიგუმ უკვე ისაუბრეს ტელეფონით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში დრონის ჩამოვარდნის ადგილზე რუსული სამხედრო ხომალდების აქტიურობა შეინიშნება. სავარაუდოდ, ისინი უპილოტო მზვერავის ნამსხვრევების ამოღებას ცდილობენ. თუმცა, როგორც CNN წერს, დრონის კომპიუტერიდან ყველა მონაცემი უკვე წაშლილია დისტანციურად.