https://sputnik-georgia.com/20230316/svanetsi-friraidsi-saertasoriso-sejibreba-iwyeba-275829695.html
სვანეთში ფრირაიდში საერთაშორისო შეჯიბრება იწყება
სვანეთში ფრირაიდში საერთაშორისო შეჯიბრება იწყება
Sputnik საქართველო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ქართველი და უცხოელი სპორტსმენი. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T11:13+0400
2023-03-16T11:13+0400
2023-03-16T14:45+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23845/42/238454222_0:22:1672:963_1920x0_80_0_0_cfcf029d39a8671cbbee672010ca61fc.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სვანეთში 16 მარტს Freeride World Tour-ის (FWQ) ფარგლებში საერთაშორისო საკვალიფიკაციო შეჯიბრება იწყება ფრირაიდში, იუწყება საქართველოს მთის ტრასების სააგენტო. ფრირაიდი (Freeride) ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა – სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალი ბუნებრივ ტრასებზე. მიჩნეულია, რომ სწორედ გაუკვალავ თოვლზე სრიალი ხსნის სრულად სნოუბორდისა და თხილამურების ყველა შესაძლებლობას. ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში კურორტ თეთნულდში ჩატარდება შეჯიბრებები, რომლებშიც 50-მდე ქართველი და უცხოელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამა. FWQ-ს საკვალიფიკაციო ეტაპები მოიცავს მცირე (ორვარსკვლავიან) და დიდ (ოთხვარსკვლავიან) შეჯიბრებებს. მცირე შეჯიბრება უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების მონაწილეობას, ხოლო დიდი – მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო სპორტსმენების. შეჯიბრის მხარდამჭერები არიან: USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. შეჯიბრის ტექნიკური ორგანიზატორია ქართული კომპანია White Rabbit, რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23845/42/238454222_180:0:1493:985_1920x0_80_0_0_1abde7b859131d024293945ff3c4eafe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, სვანეთი
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, სვანეთი
სვანეთში ფრირაიდში საერთაშორისო შეჯიბრება იწყება
11:13 16.03.2023 (განახლებულია: 14:45 16.03.2023) შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ქართველი და უცხოელი სპორტსმენი.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სვანეთში 16 მარტს Freeride World Tour-ის (FWQ) ფარგლებში საერთაშორისო საკვალიფიკაციო შეჯიბრება იწყება ფრირაიდში, იუწყება საქართველოს მთის ტრასების სააგენტო.
ფრირაიდი (Freeride) ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა – სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალი ბუნებრივ ტრასებზე. მიჩნეულია, რომ სწორედ გაუკვალავ თოვლზე სრიალი ხსნის სრულად სნოუბორდისა და თხილამურების ყველა შესაძლებლობას.
ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში კურორტ თეთნულდში ჩატარდება შეჯიბრებები, რომლებშიც 50-მდე ქართველი და უცხოელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამა.
„Freeride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. მსგავსი ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით", – ნათქვამია განცხადებაში.
FWQ-ს საკვალიფიკაციო ეტაპები მოიცავს მცირე (ორვარსკვლავიან) და დიდ (ოთხვარსკვლავიან) შეჯიბრებებს. მცირე შეჯიბრება უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების მონაწილეობას, ხოლო დიდი – მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო სპორტსმენების.
შეჯიბრის მხარდამჭერები არიან: USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.
შეჯიბრის ტექნიკური ორგანიზატორია ქართული კომპანია White Rabbit, რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.