https://sputnik-georgia.com/20230316/qutaisis-aeroporti-tebervalsi-monacemebi-275815309.html
რამდენ მგზავრსა და რეისს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი თებერვალში
რამდენ მგზავრსა და რეისს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი თებერვალში
Sputnik საქართველო
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T09:46+0400
2023-03-16T09:46+0400
2023-03-16T14:03+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263472458_15:0:2474:1383_1920x0_80_0_0_33f2cf41d8a3c2de783d1f6de1f0667e.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით, რეისების რაოდენობა კი 63%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. წინა თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 75.733 მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 47.573 იყო. მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საანგარიშო პერიოდში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. თებერვალში აეროპორტი 256 რეისს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რაოდენობა 157 იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. უწყების ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263472458_381:71:2131:1383_1920x0_80_0_0_2c1240b18802c854c0623476efe58fad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ქუთაისი
ტრანსპორტი საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ქუთაისი
რამდენ მგზავრსა და რეისს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი თებერვალში
09:46 16.03.2023 (განახლებულია: 14:03 16.03.2023) ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით, რეისების რაოდენობა კი 63%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
წინა თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 75.733 მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 47.573 იყო.
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საანგარიშო პერიოდში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. თებერვალში აეროპორტი 256 რეისს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რაოდენობა 157 იყო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით.