https://sputnik-georgia.com/20230316/qalnma-pirbadis-moxsnaze-uari-tqva-da-100000-dolari-ar-airo-275844665.html
ქალმა პირბადის მოხსნაზე უარი თქვა და 100 ათასი დოლარი არ აიღო
ქალმა პირბადის მოხსნაზე უარი თქვა და 100 ათასი დოლარი არ აიღო
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა სტივ კირშმა, რომელმაც COVID-19-ის ადრეული მკურნალობის ფონდი (CETF) დააარსა, თვითმფრინავში თანამგზავრ ქალს... 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T17:41+0400
2023-03-16T17:41+0400
2023-11-10T15:02+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
covid-19
ახალი ამბები
აშშ
ნამდვილი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250329608_0:25:1921:1105_1920x0_80_0_0_2533ad908bad89e8343c29f803f69ed9.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა სტივ კირშმა, რომელმაც COVID-19-ის ადრეული მკურნალობის ფონდი (CETF) დააარსა, თვითმფრინავში თანამგზავრ ქალს სამედიცინო ნიღბის მოხსნაში 100.000 დოლარი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.ამის შესახებ თავად მილიონერმა დაწერა საკუთარ Twitter-ზე.კირშის თქმით, ის ცდილობდა აეხსნა გვერდით მჯდომი ქალისთვის, რომ სამედიცინო ნიღაბი არაეფექტურია, მაგრამ ეს უკანასკნელი დარწმუნებული იყო, რომ ვირუსისგან სწორედ პირბადე იცავდა.როგორც ბიზნესმენმა დაწერა კომენტარებში, ქალმა პირბადე მხოლოდ საუზმისას მოიხსნა და განაცხადა, რომ ჭამის დროს COVID-19-ით ინფიცირება შეუძლებელია. მართალია, კირში შეეცადა განემარტა მისთვის, რომ ინფიცირების ალბათობას ჭამის პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვირუსის გადასადებად მხოლოდ ერთი ჩასუნთქვაა საკმარისი, მაგრამ თანამგზავრი შეუვალი აღმოჩნდა.სტივენ ტოდ კირში ამერიკელი მეწარმეა, რომელსაც რამდენიმე კომპანია აქვს დაარსებული. ამასთან ის იმ ორი გამომგონებლიდან ერთ-ერთია, რომლებმაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიგონეს ოპტიკური „მაუსი“.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250329608_35:0:1742:1280_1920x0_80_0_0_8c0628ec355921ecc0f613143ab4719a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, covid-19, ახალი ამბები, აშშ , ნამდვილი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, covid-19, ახალი ამბები, აშშ , ნამდვილი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ამერიკელმა ბიზნესმენმა სტივ კირშმა, რომელმაც COVID-19-ის ადრეული მკურნალობის ფონდი (CETF) დააარსა, თვითმფრინავში თანამგზავრ ქალს სამედიცინო ნიღბის მოხსნაში 100.000 დოლარი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
ამის შესახებ თავად მილიონერმა დაწერა საკუთარ Twitter-ზე.
კირშის თქმით, ის ცდილობდა აეხსნა გვერდით მჯდომი ქალისთვის, რომ სამედიცინო ნიღაბი არაეფექტურია, მაგრამ ეს უკანასკნელი დარწმუნებული იყო, რომ ვირუსისგან სწორედ პირბადე იცავდა.
„ახლა Delta-ს ბორტზე ვარ. ადამიანმა, რომელიც გვერდით მიზის პირველი კლასის სალონში, უარი მითხრა 100.000 დოლარზე იმის სანაცვლოდ, რომ პირბადე მოეხსნა და ისე ემგზავრა მთელი გზა. არ ვხუმრობ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავუხსენი, რომ ნიღბები არ მუშაობს. ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელია“, — წერს კირში.
როგორც ბიზნესმენმა დაწერა კომენტარებში, ქალმა პირბადე მხოლოდ საუზმისას მოიხსნა და განაცხადა, რომ ჭამის დროს COVID-19-ით ინფიცირება შეუძლებელია. მართალია, კირში შეეცადა განემარტა მისთვის, რომ ინფიცირების ალბათობას ჭამის პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვირუსის გადასადებად მხოლოდ ერთი ჩასუნთქვაა საკმარისი, მაგრამ თანამგზავრი შეუვალი აღმოჩნდა.
სტივენ ტოდ კირში ამერიკელი მეწარმეა, რომელსაც რამდენიმე კომპანია აქვს დაარსებული. ამასთან ის იმ ორი გამომგონებლიდან ერთ-ერთია, რომლებმაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიგონეს ოპტიკური „მაუსი“.