https://sputnik-georgia.com/20230316/pornografiuli-produqciit-vawroba-da-misi-reklama-danasauli-arar-iqneba-275829878.html
პორნოგრაფიული პროდუქციით ვაჭრობა და მისი რეკლამა საქართველოში დანაშაული აღარ იქნება
პორნოგრაფიული პროდუქციით ვაჭრობა და მისი რეკლამა საქართველოში დანაშაული აღარ იქნება
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი არაკონსტიტუციურად ჩათვალა. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T11:34+0400
2023-03-16T11:34+0400
2023-03-16T15:30+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/79/246407992_0:73:2997:1759_1920x0_80_0_0_d7e587c2a3919bbf901f7c2d6611ac1c.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში პორნოგრაფიული გამოცემებისა და გამოსახულებების უკანონო დამზადება, წარმოება, ვაჭრობა და რეკლამა 2023 წლის 1 მაისიდან სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება. საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს აზრის გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლების შესახებ, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. თავისი გადაწყვეტილება სასამართლომ იმით ახსნა, რომ ტერმინის „პორნოგრაფიული ნაწარმოები" ბუნდოვანი განმარტების გამო უცნობია, რას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი და რა მოქმედებაა აკრძალული ამის საფუძველზე და რა - ნებადართული. სანამ კანონმდებლობა არ ჩამოაყალიბებს მკაფიო და გასაგებ განსაზღვრას პორნოგრაფიაში დანაშაულის შემადგენლობის შესახებ, სისხლის სამართლის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად მიიჩნევა. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ამავე ვადით. ამასთან, ძალაში რჩება პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სასჯელი, თუ მასში არასრულწლოვანი მონაწილეობს – 9-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/79/246407992_189:0:2920:2048_1920x0_80_0_0_45c18b98964aa641758f7067c577eec2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პორნოგრაფიული პროდუქციით ვაჭრობა და მისი რეკლამა საქართველოში დანაშაული აღარ იქნება
11:34 16.03.2023 (განახლებულია: 15:30 16.03.2023) საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი არაკონსტიტუციურად ჩათვალა.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში პორნოგრაფიული გამოცემებისა და გამოსახულებების უკანონო დამზადება, წარმოება, ვაჭრობა და რეკლამა 2023 წლის 1 მაისიდან სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით
ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს აზრის გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლების შესახებ, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
თავისი გადაწყვეტილება სასამართლომ იმით ახსნა, რომ ტერმინის „პორნოგრაფიული ნაწარმოები" ბუნდოვანი განმარტების გამო უცნობია, რას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი და რა მოქმედებაა აკრძალული ამის საფუძველზე და რა - ნებადართული.
სანამ კანონმდებლობა არ ჩამოაყალიბებს მკაფიო და გასაგებ განსაზღვრას პორნოგრაფიაში დანაშაულის შემადგენლობის შესახებ, სისხლის სამართლის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად მიიჩნევა.
დღეს მოქმედი მუხლი ასეთია: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით".
ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ამავე ვადით.
ამასთან, ძალაში რჩება პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სასჯელი, თუ მასში არასრულწლოვანი მონაწილეობს – 9-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.