https://sputnik-georgia.com/20230316/mamakacma-kinaram-26-milioni-dolari-dakarga-275831725.html
გულმავიწყობის შედეგი: მამაკაცმა კინაღამ 26 მლნ დოლარი დაკარგა
გულმავიწყობის შედეგი: მამაკაცმა კინაღამ 26 მლნ დოლარი დაკარგა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მამაკაცმა, რომელმაც ლატარიაში 26 მილიონი დოლარი მოიგო, ფულის მიღების შანსი კინაღამ ხელიდან გაუშვა, იუწყება ავსტრალიური... 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T12:19+0400
2023-03-16T12:19+0400
2023-07-20T15:50+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ნამდვილი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/27/247532735_0:1:3639:2048_1920x0_80_0_0_e88ef4b919464ffb62e249c230b921f9.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მამაკაცმა, რომელმაც ლატარიაში 26 მილიონი დოლარი მოიგო, ფულის მიღების შანსი კინაღამ ხელიდან გაუშვა, იუწყება ავსტრალიური ინტერნეტ-გამოცემა Casino.org.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ატარებდა ჯიბით მომგებიან ბილეთს, რომელიც მან უშუალოდ გათამაშების წინ, ერთი საათით ადრე შეიძინა ერთ-ერთ მაღაზიაში.დავიწყებული ბილეთი მას მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც ისევ ეწვია მაღაზიას და შემთხვევით ყური მოკრა სხვა კლიენტების საუბარს, რომ ვიღაცამ 40 მილიონი ავსტრალიური დოლარი (26,32 მლნ აშშ დოლარი) მოიგო ლატარიაში.მამაკაცმაც ჯიბეები მოიჩხრიკა, ბილეთი ცხრილს შეადარა და აღმოაჩინა, რომ ახალი მულტიმილიონერი თავად გამხდარა. მიუხედავად უზარმაზარი თანხის მოგებისა, იღბლიანი ავსტრალიელი ცხოვრების წესის დიდად შეცვლას არ აპირებს. მოულოდნელი მოგება მისმა ოჯახმა საზეიმო სადილით აღნიშნა — შემწვარი კარტოფილითა და თევზით.ერთადერთი, რასაც მამაკაცი გეგმავს, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა — რაღა თქმა უნდა, ბიზნეს-კლასით.რომ არა შემთხვევით მოსმენილი საუბარი, მამაკაცს, სავარაუდოდ, ბილეთი არ გაახსენდებოდა, ან არც კი შეამოწმებდა მას. როგორც გამოცემა The Sydney Morning Herald წერს, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, ავსტრალიაში 25 მსხვილი სალატარიო მოგებაა გაუტანელი, რომელთა საერთო თანხა 22 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/27/247532735_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_86e7b7548ae4b5ab520f6aa4e925995c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ნამდვილი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საზოგადოება, ნამდვილი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მამაკაცმა, რომელმაც ლატარიაში 26 მილიონი დოლარი მოიგო, ფულის მიღების შანსი კინაღამ ხელიდან გაუშვა, იუწყება ავსტრალიური ინტერნეტ-გამოცემა
Casino.org.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ატარებდა ჯიბით მომგებიან ბილეთს, რომელიც მან უშუალოდ გათამაშების წინ, ერთი საათით ადრე შეიძინა ერთ-ერთ მაღაზიაში.
დავიწყებული ბილეთი მას მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც ისევ ეწვია მაღაზიას და შემთხვევით ყური მოკრა სხვა კლიენტების საუბარს, რომ ვიღაცამ 40 მილიონი ავსტრალიური დოლარი (26,32 მლნ აშშ დოლარი) მოიგო ლატარიაში.
მამაკაცმაც ჯიბეები მოიჩხრიკა, ბილეთი ცხრილს შეადარა და აღმოაჩინა, რომ ახალი მულტიმილიონერი თავად გამხდარა.
მიუხედავად უზარმაზარი თანხის მოგებისა, იღბლიანი ავსტრალიელი ცხოვრების წესის დიდად შეცვლას არ აპირებს. მოულოდნელი მოგება მისმა ოჯახმა საზეიმო სადილით აღნიშნა — შემწვარი კარტოფილითა და თევზით.
ერთადერთი, რასაც მამაკაცი გეგმავს, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა — რაღა თქმა უნდა, ბიზნეს-კლასით.
რომ არა შემთხვევით მოსმენილი საუბარი, მამაკაცს, სავარაუდოდ, ბილეთი არ გაახსენდებოდა, ან არც კი შეამოწმებდა მას. როგორც გამოცემა
The Sydney Morning Herald წერს, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, ავსტრალიაში 25 მსხვილი სალატარიო მოგებაა გაუტანელი, რომელთა საერთო თანხა 22 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.