https://sputnik-georgia.com/20230316/evrovizia-2023-saqartvelos-warmomadgenlis-premiera-275842496.html
დღეს „ევროვიზია 2023"-ზე საქართველოს წარმომადგენლის ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართება
დღეს „ევროვიზია 2023"-ზე საქართველოს წარმომადგენლის ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართება
Sputnik საქართველო
„ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 67-ე კონკურსს წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T16:33+0400
2023-03-16T16:33+0400
2023-03-16T18:55+0400
ევროვიზია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251806155_0:188:2973:1860_1920x0_80_0_0_50475ae29001095197639468151a4011.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. დღეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2023" საქართველოს წარმომადგენლის ირუ ხეჩანოვას სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართება, იუწყება „პირველი არხი". საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა „ევროვიზიის“ ოფიციალურ YouTube-არხზე დღეს, 21:00 საათზე გაიმართება, სატელევიზიო ჩვენება კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება. საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუ ხეჩანოვასა და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერაზე ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე – მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს. 22 წლის ირუ ხეჩანოვა პროექტ Voice-ის ქართული ანალოგის გამარჯვებულია. მან „ევროვიზია 2023"-ზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი „პირველი არხის" ამ პროექტში გამარჯვებით მოიპოვა. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა. 2023 წლის „ევროვიზიაზე" 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველოს წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება. კონკურსი „ევროვიზია 2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. „ევროვიზიაზე" 2022 წელს გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/17/251806155_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_4f2be4fe5f4de8c99e503af864bd2002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროვიზია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
ევროვიზია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კულტურა საქართველოში
დღეს „ევროვიზია 2023"-ზე საქართველოს წარმომადგენლის ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართება
16:33 16.03.2023 (განახლებულია: 18:55 16.03.2023) „ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 67-ე კონკურსს წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. დღეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2023" საქართველოს წარმომადგენლის ირუ ხეჩანოვას სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართება, იუწყება „პირველი არხი".
საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა „ევროვიზიის“ ოფიციალურ YouTube-არხზე დღეს, 21:00 საათზე გაიმართება, სატელევიზიო ჩვენება კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.
საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუ ხეჩანოვასა და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერაზე ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე – მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.
22 წლის ირუ ხეჩანოვა პროექტ Voice-ის ქართული ანალოგის გამარჯვებულია.
მან „ევროვიზია 2023"-ზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი „პირველი არხის" ამ პროექტში გამარჯვებით მოიპოვა. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
2023 წლის „ევროვიზიაზე" 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველოს წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.
კონკურსი „ევროვიზია 2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში.
„ევროვიზიაზე" 2022 წელს გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.