https://sputnik-georgia.com/20230316/erovnulma-bankma-komerciuli-bankebistvis-kontrcikluri-buferis-ganakveti-gazarda-275858310.html
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი გაზარდა
Sputnik საქართველო
პოზიტიური ბუფერის დაწესება საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით მოხდა. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T23:00+0400
2023-03-16T23:00+0400
2023-03-17T00:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_0be70c7d00f138e15b39f5787aab5e17.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური განაკვეთის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება.2018 წლიდან კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა.კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთი 1%-ზე დაწესდა და ის დაკრედიტების დონის გათვალისწინებით შეიცვლება.ეროვნული ბანკის განმარტებით, პოზიტიური ბუფერის დაწესება საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით მოხდა.კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის პირობების შესასრულებლად 12 თვე ეძლევათ.„თიბისი ბანკისთვის“ და „საქართველოს ბანკისთვის“ სისტემური კაპიტალის ბუფერი თითოეულისთვის 2,5%-ს შეადგენს, ხოლო „ლიბერთი ბანკისთვის“ – 1%-ს.წყარო - ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_05ae0375a032b9e4f1395382089cf7e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი გაზარდა
23:00 16.03.2023 (განახლებულია: 00:12 17.03.2023) პოზიტიური ბუფერის დაწესება საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით მოხდა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური განაკვეთის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება.
2018 წლიდან კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთი 1%-ზე დაწესდა და ის დაკრედიტების დონის გათვალისწინებით შეიცვლება.
ეროვნული ბანკის განმარტებით, პოზიტიური ბუფერის დაწესება საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით მოხდა.
„ქვეყნების ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა, რომელიც 1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს. საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომიტეტმა ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის 1%-ზე დაწესება გადაწყვიტა. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12 თვიანი ვადა განესაზღვრათ“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის პირობების შესასრულებლად 12 თვე ეძლევათ.
„თიბისი ბანკისთვის“ და „საქართველოს ბანკისთვის“ სისტემური კაპიტალის ბუფერი თითოეულისთვის 2,5%-ს შეადგენს, ხოლო „ლიბერთი ბანკისთვის“ – 1%-ს.