https://sputnik-georgia.com/20230316/batumsa-da-kisiniovs-pirdapiri-reisi-daakavsirebs-275848676.html
ბათუმსა და კიშინიოვს პირდაპირი რეისი დააკავშირებს
ბათუმსა და კიშინიოვს პირდაპირი რეისი დააკავშირებს
Sputnik საქართველო
კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად განხორციელდება. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T18:23+0400
2023-03-16T18:23+0400
2023-03-16T20:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
მოლდოვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/10/275846255_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_2f515253cfddd3336648998a8faceb13.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მოლდოვის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova 2023 წლის 26 მარტიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის პირდაპირ რეისებს განახორციელებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენების სიხშირეს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც ზრდის.ავიაკომპანია SunExpress თბილისის აეროპორტში ოპერირებას იწყებს >>ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარდგენილი ფრენების განრიგის შესაბამისად, კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მარშრუტზე რეგულარული რეისები 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად განხორციელდება.ამჟამად ავიაკომპანია ამ მარშრუტით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.Air Moldova საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.
საქართველო
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/10/275846255_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_9062449e9226a3603f23fc742da7683f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, მოლდოვა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, მოლდოვა
ბათუმსა და კიშინიოვს პირდაპირი რეისი დააკავშირებს
18:23 16.03.2023 (განახლებულია: 20:53 16.03.2023) კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად განხორციელდება.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მოლდოვის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova 2023 წლის 26 მარტიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის პირდაპირ რეისებს განახორციელებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენების სიხშირეს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც ზრდის.
ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარდგენილი ფრენების განრიგის შესაბამისად, კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მარშრუტზე რეგულარული რეისები 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად განხორციელდება.
ამჟამად ავიაკომპანია ამ მარშრუტით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.
Air Moldova საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.