მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„კარგი იდეაა“: ასადი სირიაში რუსეთის სამხედრო მისიის გაფართოებას მხარს უჭერს

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2023
გამოწერა
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა რუსეთის სამხედრო ყოფნის გაფართოებას სირიის არაბთა რესპუბლიკაში კარგი იდეა უწოდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მანამდე ასადმა კრემლში სამსაათიანი მოლაპარაკებები გამართა — თავდაპირველად დელეგაციების მონაწილეობით, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდა.

„ჩვენი აზრით, თუ რუსეთს აქვს ბაზების გაფართოების ან მათი რაოდენობის გაზრდის სურვილი, ეს ტექნიკური ან ლოგისტიკური ხასიათის საკითხია. თუ ასეთი სურვილი არსებობს, მაშინ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ყოფნის გაფართოება სირიაში — ეს კარგია, ეს ამ იდეას მოემსახურება“, — განაცხადა ასადმა.

სირიის პრეზიდენტის თქმით, კრემლში შეხვედრის წინა დღეს რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მაგრამ კონკრეტულად ბაზების საკითხი მათ შეხვედრაზე არ დამდგარა.
ამასთან, როგორც მან განმარტა, სირია, როგორც წესი, არ აცხადებს, რა სახის თანამშრომლობა ხორციელდება რუსეთთან, ვინაიდან ეს სამხედრო საკითხია და ყოველთვის შეიცავს საიდუმლოს.
ასადის თქმით, მხარეებს საერთო შეხედულება აქვთ ბაზების საკითხზე როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კუთხით, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ამ საკითხზე მსჯელობა არ შემდგარა.
ამავდროულად სირიის ლიდერს მიაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა მის ქვეყანაში არ უნდა იყოს დროებითი და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით.

„ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ბალანსზე და რუსეთის ყოფნა სირიაში მნიშვნელოვანია მსოფლიოში ძალთა ბალანსის თვალსაზრისით — როგორც ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ქვეყნისა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

2015 წლის აგვისტოში მოსკოვმა და დამასკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაჯგუფის განუსაზღვრელი ვადით განთავსების შესახებ. ჯგუფი დისლოცირებულია ჰმეიმიმის აეროდრომზე, რომლითაც რუსეთი, მხარეთა შეთანხმებით, უსასყიდლოდ სარგებლობს.
გარდა ამისა, 2017 წელს მოსკოვი და დამასკო ტარტუსში რუსული საზღვაო ლოგისტიკური ცენტრის განთავსებაზეც შეთანხმდნენ 49 წლით. გათვალისწინებულია, რომ ტარტუსის პორტში ერთდროულად 11 რუსული ხომალდი შეიძლება იდგეს — ატომურის ჩათვლით. ხელშეკრულება შეიძლება ავტომატურად განახლდეს 25-წლიანი პერიოდებით.
ყველა ახალი ამბავი
0