https://sputnik-georgia.com/20230316/2023-wlis-evroviziis-qartvelma-monawilem-tavisi-klipi-waradgina-275850532.html
2023 წლის „ევროვიზიის“ ქართველმა მონაწილემ თავისი კლიპი წარადგინა
2023 წლის „ევროვიზიის“ ქართველმა მონაწილემ თავისი კლიპი წარადგინა
ირუ ხეჩანოვა წარდგება „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში, რომელიც 11 მაისს გაიმართება ლივერპულში. 16.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-16T19:05+0400
2023-03-16T19:05+0400
2023-03-16T21:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო და კულტურა
ევროვიზია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/10/275840215_0:442:1440:1252_1920x0_80_0_0_769a5789ae52fb487f4bc878371eb362.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია–2023“ საქართველოს წარმომადგენლის ირუ ხეჩანოვას სიმღერა და კლიპი „ევროვიზიის“ YouTube-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.სიმღერა Echo-ს კლიპში, რომელსაც მომღერალი ინგლისურ ენაზე ასრულებს, ირუ რამდენიმე „ლუქით“ გამოჩნდა.YouTube-ზე კლიპის პრეზენტაციის დროს მას 2 ათასზე მეტმა მომხმარებელმა უყურა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდეო 21:00 საათზე გამოქვეყნდებოდა.ირუ ხეჩანოვა წარდგება კონკურსის მეორე ნახევარფინალში, რომელიც 11 მაისს გაიმართება ლივერპულში.2022 წელს „ევროვიზიაზე" გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/10/275840215_0:427:1440:1507_1920x0_80_0_0_34fabef923d1b39d2d1d3fec76b4e52d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა, ევროვიზია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა, ევროვიზია
2023 წლის „ევროვიზიის“ ქართველმა მონაწილემ თავისი კლიპი წარადგინა
19:05 16.03.2023 (განახლებულია: 21:17 16.03.2023) ირუ ხეჩანოვა წარდგება „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში, რომელიც 11 მაისს გაიმართება ლივერპულში.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია–2023“ საქართველოს წარმომადგენლის ირუ ხეჩანოვას სიმღერა და კლიპი „ევროვიზიის“ YouTube-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.
სიმღერა Echo-ს კლიპში, რომელსაც მომღერალი ინგლისურ ენაზე ასრულებს, ირუ რამდენიმე „ლუქით“ გამოჩნდა.
YouTube-ზე კლიპის პრეზენტაციის დროს მას 2 ათასზე მეტმა მომხმარებელმა უყურა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდეო 21:00 საათზე გამოქვეყნდებოდა.
ირუ ხეჩანოვა წარდგება კონკურსის მეორე ნახევარფინალში, რომელიც 11 მაისს გაიმართება ლივერპულში.
2022 წელს „ევროვიზიაზე" გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.
სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.