ხინკალი ცომისა და ხორცისგან დამზადებული ყველაზე პოპულარული მსოფლიო კერძების სიაში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerხინკალი
ხინკალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს ხინკლის ჭამის რიტუალზე, რადგან ეს კერძი ხელით უნდა მიირთვათ.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. გასტრონომიულმა პორტალმა TesteAtlas-მა ქართული სამზარეულოს ეროვნული კერძი ხინკალი ცომისა და ხორცისგან დამზადებული ყველაზე პოპულარული კერძების სიაში მეცამეტე ადგილზე დაასახელა.
TasteAtlas არის ტრადიციული კერძების ონლაინ გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს ავთენტურ რეცეპტებს, კულინარიული კრიტიკოსების მიმოხილვებს და კვლევით სტატიებს პოპულარულ ინგრედიენტებსა და კერძებზე.
როგორც ავტორები წერენ, ხინკლის შიგთავსი დამოკიდებულია რეგიონზე, სადაც კერძი მზადდება.

„მაგალითად, მთიან რეგიონებში ყველაზე ტრადიციული შიგთავსი ცხვრის ხორცია, ზოგადად საქართველოში ყველაზე გავრცელებული ღორისა და საქონლის ხორცის ნაზავია. ასევე საკმაოდ პოპულარულია ვეგეტარიანული ვერსიები – ტრადიციული იმერული ყველით ან სოკოთი დამზადებული“, – აღნიშნავს TesteAtlas.

ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს ხინკლის ჭამის რიტუალზეც – რომ ის „კუჭით“ უნდა დაიკავო, რათა ბულიონი არ დაიღვაროს. ცომის ნაწილს, რომელსაც „კუჭი“ ჰქვია, ჩვეულებრივ არ მიირთმევენ და თეფშზე ტოვებენ.
© Sputnik / Alexander Imedashviliხინკალი
Хинкали - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
ხინკალი
სიაში პირველ ადგილზეა ხინკლის ჩინური ანალოგი - ძიაოძი, რომელიც შედგება თხლად გაბრტყელებული ცომის ნაჭრისგან ხორცის ან ბოსტნეულის შიგთავსით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე გავრცელებული კერძი ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაში.
მეორე ადგილზეა ასევე ჩინური კერძი ბაოზი, ან უბრალოდ ბაო, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ. იგი მზადდება მანტოუს პურისგან და ივსება სხვადასხვა შიგთავსით.
მესამეზე - ცნობილი იაპონური გეძაა. ეს არის ნახევარმთვარის ფორმის კერძი, რომელიც წარმოიშვა ტრადიციული ჩინური ძიაოძისგან. რეცეპტი ოდნავ ადაპტირებულია იაპონურ გემოვნებაზე.
მეხუთე ადგილზეა ცნობილი იტალიური რავიოლი, მერვეზე კი პელმენი.
ყველა ახალი ამბავი
0