https://sputnik-georgia.com/20230315/somxetis-patriarqma-da-saqartvelos-elcmaregionsi-vitareba-ganixiles-275803835.html
სომხეთის პატრიარქმა და საქართველოს ელჩმა რეგიონში ვითარება განიხილეს
სომხეთის პატრიარქმა და საქართველოს ელჩმა რეგიონში ვითარება განიხილეს
გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად 2023 წლის იანვარში დაინიშნა. 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T11:54+0400
2023-03-15T11:54+0400
2023-03-15T17:34+0400
საქართველო
ახალი ამბები
სომხეთი
პოლიტიკა
კავკასია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275802047_58:221:1443:1000_1920x0_80_0_0_be4219f7c90d077a04dcec749c81445e.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სომხეთის უმაღლესმა პატრიარქმა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე მიიღო, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ეჩმიაძინის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველი, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობებია, რომელთა წყალობით გახდა შესაძლებელი იდენტობის შენარჩუნება, აღნიშნა პატრიარქმა. მისი უწმინდესობა დარწმუნებულია, რომ სულიერად და რწმენით ძლიერი მოძმე ხალხები არსებულ გამოწვევებს გადალახავენ. საქართველოს ელჩმა სომხეთში კათოლიკოსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ ძალას არ დაიშურებს ქართულ-სომხური კავშირების მეტი განმტკიცებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობა. გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად 2023 წლის იანვრის ბოლოს დაინიშნა. მანამდე ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. შარვაშიძემდე სომხეთში საქართველოს ელჩი იყო გიორგი საგანელიძე (2016-2021). ამის შემდეგ სომხეთში საქართველოს რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე იყო.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275802047_194:165:1307:1000_1920x0_80_0_0_b698f75958b42459695bc398d5b8bd57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, სომხეთი, პოლიტიკა, კავკასია
საქართველო, ახალი ამბები, სომხეთი, პოლიტიკა, კავკასია
სომხეთის პატრიარქმა და საქართველოს ელჩმა რეგიონში ვითარება განიხილეს
11:54 15.03.2023 (განახლებულია: 17:34 15.03.2023) გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად 2023 წლის იანვარში დაინიშნა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სომხეთის უმაღლესმა პატრიარქმა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე მიიღო, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ ეჩმიაძინის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველი, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობებია, რომელთა წყალობით გახდა შესაძლებელი იდენტობის შენარჩუნება, აღნიშნა პატრიარქმა. მისი უწმინდესობა დარწმუნებულია, რომ სულიერად და რწმენით ძლიერი მოძმე ხალხები არსებულ გამოწვევებს გადალახავენ.
საქართველოს ელჩმა სომხეთში კათოლიკოსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ ძალას არ დაიშურებს ქართულ-სომხური კავშირების მეტი განმტკიცებისთვის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა მშვიდობის დამყარებისა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობა.
გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად 2023 წლის იანვრის ბოლოს დაინიშნა. მანამდე ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.
შარვაშიძემდე სომხეთში საქართველოს ელჩი იყო გიორგი საგანელიძე (2016-2021). ამის შემდეგ სომხეთში საქართველოს რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე იყო.