რა იყო ეს? რუსი ექსპერტის მოსაზრება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
იანა ოსიპოვა
ვისთვის იყო ხელსაყრელი 7-9 მარტის აქციები, რატომ უქმნიან ნაციონალურ საფრთხეს საქართველოს დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები — ამ თემებზე თავის შეხედულებებს სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვალენტინა კომლევა გვიზიარებს.
თბილისში 7-9 მარტის მასობრივ საპროტესტო აქციებზე უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ქართული საზოგადოების ნაწილი, ახალგაზრდობა და ოპოზიცია გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა და ეს გადაწყვეტილება მომიტინგეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა.
ზეგავლენის ტექნოლოგიები, რომლებსაც საქართველოში იყენებენ, კარგად არის ცნობილი, ამბობს ვალენტინა კომლევა. ექსპერტი ფიქრობს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ პროცესებში გასაგებია. პარლამენტის სურვილი, ხელში ჩაიგდოს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უცხოური გავლენის მექანიზმებზე კონტროლი, ასევე გასაგებია. თუ ეს იყო გადატრიალებისა და პარლამენტის მუშაობის პარალიზების მცდელობა, მომიტინგეებს არ დააკმაყოფილებდა კანონის გახმობა. ეს ორგანიზატორებისთვის მხოლოდ საბაბი იყო“.

დასავლეთისთვის შეიძლება, საქართველოსთვის კი არ შეიძლება!

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს ამერიკულ კანონთან შეუსაბამო და მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული უწოდა.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ის რუსულ კანონს ეფუძნებოდა, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში ალტერნატიული პროექტის – ამერიკული კანონის ანალოგიური პროექტის წარდგენა გადაწყვიტა. მაგრამ ის პარლამენტის სხდომაზე არ განუხილავთ.
„დასავლეთის ქვეყნებისა და მათი წარმომადგენლების თვალთმაქცობა საქართველოში – მომიტინგეთა პლაკატები იმაზე, რომ საქართველო „რუსულ კანონს“ იღებს, სულ მცირე, სასაცილოა. ასევე სასაცილოა საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებები იმის ფონზე, რომ აშშ-ში მოქმედებს „კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (Foreign Agents Registration Act (FARA). აშშ-ში რეგლამენტირებულია იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც აშშ-ში უცხოური კომპანიებისა და სახელმწიფოების ინტერესებს წარმოადგენენ. უცხოური აგენტები არიან ყველანი, ვინც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავებული პოლიტიკური თუ ფინანსური საქმიანობით და გარეშე აქტორისა თუ სახელმწიფოს ინტერესებს ატარებს. FARA-ს თანახმად, ისინი ვალდებული არიან, თავიანთი საქმიანობის მონაცემები და ფინანსური ანგარიში წარუდგინონ სახელმწიფოს“, – განმარტავს კომლევა.
ნიშანდობლივია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროკავშირშიც შეიძლება დაავალონ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსების შესახებ ანგარიშის წარდგენა.

„ევროკომისიაში მიმდინარე გამოკითხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს უჩენს იმის შიშს, რომ მალე მოუწევთ უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ ანგარიშის წარდგენა იმ წესების დაცვით, რომლებსაც იუსტიციის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ამზადებს“, – წერს გამოცემა Politico.

დასავლეთს არ სურს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება

მომავალი 2024 წელი საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წელია.
ოპოზიცია თავის ინფრასტრუქტურას ცდის და ამოწმებს მასობრივი მობილიზაციის უნარს, ცდის ძალოვან სტრუქტურებს იმის გასარკვევად, გაუძლებენ თუ არა ისინი საპროტესტო ტალღის ზეწოლასა და პროვოკაციებს. ახლა მმართველ ელიტაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხზე პოლიტიკური განხეთქილებაა“, – ფიქრობს ექსპერტი.
„რუსეთის თემა მომიტინგეთა პლაკატებზე ეჭვებს არ ტოვებს, რომ საქართველოში მეგობარი დასავლეთისთვის მთავარი არა საქართველო, არამედ რუსეთია. მათთვის მთავარია, არ დაუშვან რუსეთთან დაახლოება საქართველოს ეკონომიკური ვარდნის ფასადაც კი“, – მიიჩნევს იგი.
ვალენტინა კომლევას აზრით, საქართველოში ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველო და მისი სტაბილურობა დასავლეთში მის მეგობრებს არ აინტერესებთ.

„მათ ამოძრავებს ანტირუსულ კამპანიაში საქართველოს ჩათრევის შესაძლებლობის დაკარგვის შიში. შიშის მიზეზები კი აქვთ: შარშან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო არ შეუერთდება ანტირუსულ სანქციებს, ვინაიდან ეს მის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და დააზარალებს აგრომრეწველობასა და ტურისტულ სექტორს“, – ამბობს ვალენტინა კომლევა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა. რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა.
„დასავლელი ექსპერტების აზრით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, Transparency International-ის მოხსენების თანახმად. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად დასავლეთმა რეკომენდაციებიც შეიმუშავა“, – აღნიშნა კომლევამ.
.

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ეროვნული საფრთხე

უცხოელმა ინვესტორებმა ჯერ ვერ ჩამოაყალიბეს არასამთავრობო ორგანიზაციების სახით „პარალელური მთავრობა“, რომელიც შეძლებდა ხელისუფლების სწრაფად ჩამოგდებას დასავლეთის მიზნებთან და ფასეულობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიაჩნია კომლევას.
„ამიტომ გამოიწვია კანონმა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდისა და ანგარიშვალდებულების შესახებ ასეთი მძაფრი რეაქცია. ევროკავშირის მხრიდან ბრალდებებში გამოსჭვივის შიში, რომ საქართველომ დაიწყო ფიქრი თავის კეთილდღეობაზე და არა ევროკავშირის კეთილდღეობაზე, სადაც მას არა და არ იღებენ“, – ამბობს იგი.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს სამართლის ნორმებით, რათა შეინარჩუნოს სოციალური და პოლიტიკური წესრიგი. და ნებისმიერი სახელმწიფო ზღუდავს იმათ საქმიანობას, ვინც საფრთხეს უქმნის ამ წესრიგს. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა არასამთავრობო სექტორის მხრიდან ეროვნული საფრთე დაინახეს და გადაწყვიტეს მათი მუშაობის რეჟიმის შეცვლა. 7-9 მარტის მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი არ შემცდარან“, – დაასკვნა ექსპერტმა.

„თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტში უცხოური ფულია, ლოგიკურია კითხვა – რაზე იხარჯება ეს ფული?“ – სვამს კითხვას ექსპერტი.
„არაფერი განსაკუთრებული საქართველოს კანონში არ არის. ის არ კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ უნდა იმის გაგება, რომელი წყაროებიდან იღებენ ისინი ფულს და რისთვის. განსაკუთრებით ეს აინტერესებთ პარტიებს, რომლებიც საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს, დამოუკიდებლობას იცავენ“, – ამბობს კომლევა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0