კრემლს დასამატებელი არაფერი აქვს: პესკოვის კომენტარი ამერიკული დრონის ინციდენტზე

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. დაეყრდენით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, კრემლს დასამატებელი არაფერი აქვს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ამერიკული დრონის ინციდენტზე საუბრისას.

„თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დასამატებელი არაფერი გვაქვს. ის საკმაოდ ამომწურავია და მომხდარის გარემოებებს აღწერს. ამერიკული დრონის წინააღმდეგ არანაირი იარაღი არ გამოყენებულა და ფიზიკური კონტაქტი არ ყოფილა“, — აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ დღეისათვის აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზე და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშაბათს რუსულმა გამანადგურებელმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი დრონი MQ-9 ჩამოაგდო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდა. როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რუსული გამანადგურებელი ამერიკული დრონის გვერდით დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში დაფრინავდა, შემდეგ კი ის მას შეეჯახა.
ჯონ კირბი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
მსოფლიო დღეს
კირბი: აშშ-ს შავი ზღვის თავზე ფრენებისთვის რუსეთის ნებართვა არ სჭირდება
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 14 მარტის დილით ამერიკულმა MQ-9-მ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცე დაარღვია. დრონის იდენტიფიკაციისთვის, რომელიც რუსეთის საზღვრისკენ მოძრაობდა, რუსეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწია. უპილოტო საფრენმა აპარატმა კი, მკვეთრი მანევრირების გამო, უმართავი ფრენა დაიწყო და წყალში ჩავარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რუსულ გამანადგურებლებს MQ-9-ს წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0