https://sputnik-georgia.com/20230315/mudmivi-qimikatebi-tualetis-qaralsi-275804608.html
მეცნიერებმა 21 ბრენდის ტუალეტის ქაღალდში ტოქსიკური „მუდმივი ქიმიკატები“ აღმოაჩინეს
მეცნიერებმა 21 ბრენდის ტუალეტის ქაღალდში ტოქსიკური „მუდმივი ქიმიკატები“ აღმოაჩინეს
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ფლორიდის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა ტუალეტის ქაღალდებში პერფტორირებული ქიმიური ნაერთები (PFAS) აღმოაჩინეს, რომლებიც „მუდმივი... 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T13:00+0400
2023-03-15T13:00+0400
2023-03-15T17:50+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო და მეცნიერება
მეცნიერული კვლევები
აშშ
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275804450_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_821234bf6b4a2688c7db82721adb6116.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ფლორიდის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა ტუალეტის ქაღალდებში პერფტორირებული ქიმიური ნაერთები (PFAS) აღმოაჩინეს, რომლებიც „მუდმივი ქიმიკატების“ სახელითაა ცნობილი, იუწყება The Guardian.გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა 21 ცნობილი ბრენდის (სახელწოდებები არ კონკრეტდება) ტუალეტის ქაღალდი შეამოწმეს ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.შედეგად გაირკვა, რომ ყველა მათგანი შეიცავდა ტოქსიკურ ქიმიკატ PFAS-ს, რომელიც შემდეგ, საკანალიზაციო სისტემის გავლით, ნიადაგსა და წყალსაცავებში ხვდება და აბინძურებს მათ.ამასთან, როგორც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ჯეიკ ტომპსონი განმარტავს, მეცნიერები არ მოუწოდებენ ადამიანებს, შეწყვიტონ ან შეამცირონ ტუალეტის ქაღალდის გამოყენება.როგორც გამოცემა წერს, ფლორიდელ მეცნიერებს არ შეუსწავლიათ, რა გავლენას ახდენს ამგვარი ტუალეტის ქაღალდების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ცნობილია, რომ „მუდმივი ქიმიკატები“, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში, კავშირშია ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასთან, ორსულობისას ნაყოფის გართულებებთან, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებებთან, აუტოიმუნურ დარღვევებთან და სხვა სერიოზულ პრობლემებთან.წყარო: The Guardian
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275804450_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_3e8ecc5cb1f8df4c00d87af3787452ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიო და მეცნიერება, მეცნიერული კვლევები, აშშ , ახალი ამბები
მსოფლიო და მეცნიერება, მეცნიერული კვლევები, აშშ , ახალი ამბები
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ფლორიდის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა ტუალეტის ქაღალდებში პერფტორირებული ქიმიური ნაერთები (PFAS) აღმოაჩინეს, რომლებიც „მუდმივი ქიმიკატების“ სახელითაა ცნობილი, იუწყება The Guardian.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა 21 ცნობილი ბრენდის (სახელწოდებები არ კონკრეტდება) ტუალეტის ქაღალდი შეამოწმეს ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
შედეგად გაირკვა, რომ ყველა მათგანი შეიცავდა ტოქსიკურ ქიმიკატ PFAS-ს, რომელიც შემდეგ, საკანალიზაციო სისტემის გავლით, ნიადაგსა და წყალსაცავებში ხვდება და აბინძურებს მათ.
„ტუალეტის ქაღალდი, რომელიც ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებში ხვდება, შეიძლება PFAS-ის პოტენციურ წყაროდ განვიხილოთ“, — მიაჩნიათ მეცნიერებს.
ამასთან, როგორც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი ჯეიკ ტომპსონი განმარტავს, მეცნიერები არ მოუწოდებენ ადამიანებს, შეწყვიტონ ან შეამცირონ ტუალეტის ქაღალდის გამოყენება.
„პრობლემა ისაა, რომ ჩვენ PFAS-ის კიდევ ერთი წყარო გამოვავლინეთ და ეს ხაზს უსვამს, რომ ქიმიური ნივთიერებები ყველგანაა გავრცელებული“, — აღნიშნა მან.
როგორც გამოცემა წერს, ფლორიდელ მეცნიერებს არ შეუსწავლიათ, რა გავლენას ახდენს ამგვარი ტუალეტის ქაღალდების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ცნობილია, რომ „მუდმივი ქიმიკატები“, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამომხმარებლო საქონლის წარმოებაში, კავშირშია ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასთან, ორსულობისას ნაყოფის გართულებებთან, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებებთან, აუტოიმუნურ დარღვევებთან და სხვა სერიოზულ პრობლემებთან.