https://sputnik-georgia.com/20230315/miurebelia-rom-aqciaze-locvastan-ertad-ismoda-muqara-275816649.html
საპატრიარქო: მიუღებელია, რომ გუშინდელ აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მუქარა
საპატრიარქო: მიუღებელია, რომ გუშინდელ აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მუქარა
Sputnik საქართველო
საპატრიარქო გუშინდელ აქციაში მონაწილე სასულიერო პირს ემიჯნება. 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T17:01+0400
2023-03-15T17:01+0400
2023-03-15T21:40+0400
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121710_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_08feafc48e9efc58250f515cab64652c.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა წარმოუდგენელია „მოლოტოვის კოქტეილებით", პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი სასულიერო პირი თვითნებურად მოქმედებდა. საპატრიარქოს ცნობით, ის არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას, ხოლო მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი. საპატრიარქოს პოზიციით, მიუღებელია ისიც, რომ გუშინდელ აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მუქარა. „როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას", – ნათქვამია განცხადებაში. გუშინ რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და დაწვეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121710_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_f3332b48ab8f7827d3c2ca918e98f94e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საპატრიარქო: მიუღებელია, რომ გუშინდელ აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მუქარა
17:01 15.03.2023 (განახლებულია: 21:40 15.03.2023) საპატრიარქო გუშინდელ აქციაში მონაწილე სასულიერო პირს ემიჯნება.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა წარმოუდგენელია „მოლოტოვის კოქტეილებით", პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი სასულიერო პირი თვითნებურად მოქმედებდა.
საპატრიარქოს ცნობით, ის არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას, ხოლო მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.
„გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირი თვითნებურად მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით, მისი მოწოდებები პოლარიზაციას უწყობდა ხელს, საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა", – აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოს პოზიციით, მიუღებელია ისიც, რომ გუშინდელ აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მუქარა.
„როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას", – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ რუსთაველის გამზირზე „კონსერვატიული მოძრაობისა" და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს" მომხრეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და დაწვეს.