https://sputnik-georgia.com/20230315/meti-rekreaciuli-zona-tbilissi-miwis-mflobelebs-barters-sestavazeben-275818034.html
მეტი დასასვენებელი სივრცე თბილისში - მიწის ნაკვეთების მფლობელებს ბარტერს შესთავაზებენ
მეტი დასასვენებელი სივრცე თბილისში - მიწის ნაკვეთების მფლობელებს ბარტერს შესთავაზებენ
Sputnik საქართველო
თბილისის მერიაში რეკრეაციული ზონების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ. 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T17:47+0400
2023-03-15T17:47+0400
2023-03-15T21:48+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259448067_438:348:1577:988_1920x0_80_0_0_7e07e32dd26473e07749b1427a3d3f9d.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მიწის მფლობელებს თბილისში, სადაც შესაძლებელია რეკრეაციული ზონის მოწყობა, დედაქალაქის მერია აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე. ინიციატივის მიზანია თბილისში გამწვანებული ტერიტორიების, საბავშვო და სპორტული მოედნების, ღია და დახურული აუზების მოწყობა. „აღნიშნულ პროცესში დაცული იქნება მესაკუთრის კანონიერი ინტერესები და მას ამ მიწის სანაცვლოდ მიეცემა უფლება, სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებული პარამეტრებით განახორციელოს მშენებლობა", – განაცხადა კალაძემ. საქართველოს პარლამენტი სამშენებლო კომპანიებისთვის ახალ ინიციატივაზე მსჯელობს>>მან განმარტა, რომ K2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი. ანუ, თუ ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოსაწყობად და მისი გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. კოეფიციენტი К2 – ესაა მიწის ნაკვეთზე ნაგებობების სიმჭიდროვე. ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს შენობის სიმაღლეს და მის მიერ დაკავებულ ფართობს ქალაქის სხვადასხვა ზონაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259448067_411:271:1450:1050_1920x0_80_0_0_b065282b7fa13ac7ec3c177866c4d360.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მეტი დასასვენებელი სივრცე თბილისში - მიწის ნაკვეთების მფლობელებს ბარტერს შესთავაზებენ
17:47 15.03.2023 (განახლებულია: 21:48 15.03.2023) თბილისის მერიაში რეკრეაციული ზონების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მიწის მფლობელებს თბილისში, სადაც შესაძლებელია რეკრეაციული ზონის მოწყობა, დედაქალაქის მერია აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ინიციატივის მიზანია თბილისში გამწვანებული ტერიტორიების, საბავშვო და სპორტული მოედნების, ღია და დახურული აუზების მოწყობა.
„აღნიშნულ პროცესში დაცული იქნება მესაკუთრის კანონიერი ინტერესები და მას ამ მიწის სანაცვლოდ მიეცემა უფლება, სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებული პარამეტრებით განახორციელოს მშენებლობა", – განაცხადა კალაძემ.
მან განმარტა, რომ K2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი. ანუ, თუ ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოსაწყობად და მისი გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.
კოეფიციენტი К2 – ესაა მიწის ნაკვეთზე ნაგებობების სიმჭიდროვე. ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს შენობის სიმაღლეს და მის მიერ დაკავებულ ფართობს ქალაქის სხვადასხვა ზონაში.