მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩარლზ მესამემ Queen-ის გიტარისტს რაინდის ტიტული მიანიჭა: ფოტო

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ როკ-ჯგუფ Queen-ის გიტარისტ ბრაიან მეის რაინდის ტიტული მიანიჭა, იუწყება Daily Mail.
ამიერიდან 75 წლის მუსიკოსის ოფიციალური წოდება იქნება სერ ბრაიან მეი.
გავრცელებული ინფორმაციით, მეიმ რაინდის ტიტული მუსიკის სფეროში შეტანილი დიდი წვლილისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიიღო.
ბრიტანეთის იმპერიის ორდენი 1917 წელს დააარსა მეფე გეორგ მეხუთემ. მისი დევიზია For God and the Empire („ღმერთისა და იმპერიისათვის“).
სულ ამ ჯილდოს ხუთი საფეხური არსებობს:
კავალერი,
ოფიცერი,
კომანდორი,
რაინდი-კომანდორი ან ქალბატონი-კომანდორი,
დიდი ჯვრის რაინდი (Knight Grand Cross) ან დიდი ჯვრის ქალბატონი (Dame Grand Cross).
აქედან ბოლო ორი კატეგორია ავტომატურად ანიჭებს მფლობელს რაინდის ტიტულსა და საპატიო წოდებას „სერ“ (ქალების შემთხვევაში — Dame).
ყველა ახალი ამბავი
0