„ბორჯღალოსნები“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური თამაშისთვის ემზადებიან

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს რაგბის ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 2018 წლიდან პრესტიჟული ტიტულის უცვლელი მფლობელია.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში „რაგბი ევროპის“, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ 19 მარტს მეთხუთმეტედ მოიპოვოს თასი. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა 14-ჯერ მოიპოვა. ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის უცვლელი მფლობელები არიან 2018 წლიდან.

„ფინალი ერთი მატჩია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა, რაც მას დაძაბულობას მატებს. ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი მორაგბეები პორტუგალიასთან გადამწყვეტი შეხვედრისთვის 12 მარტიდან ემზადებიან.
„მეტოქეს სწრაფი მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ, აუცილებლად გამოიყენებენ. ეს გუნდი ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. პორტუგალია „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილეებს შორის ყველაზე ძლიერია“, – განაცხადა მაისაშვილმა.
მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ ქალაქი ბადახოსი პორტუგალიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და, აქედან გამომდინარე, მეტოქე, ფაქტობრივად, თავის მოედანზე ითამაშებს.
„ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით... ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მობილიზებულები ვართ და ვეცდებით ქომაგს მათგან მიღებული ემოცია კარგი თამაშით დავუბრუნოთ“, – განაცხადა მაისაშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა ფინალში გასასვლელად სტადიონ „ავჭალაზე“ თბილისში 5 მარტს რუმინეთი 31:7 ანგარიშით დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ ესპანეთს ლისაბონში 27:10 მოუგო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0