https://sputnik-georgia.com/20230315/antonovis-gancxadeba-amerikul-dronebtan-dakavsirebit-275801281.html
ანტონოვი მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს რუსეთის საზღვრებთან დრონების ფრენები
ანტონოვი მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს რუსეთის საზღვრებთან დრონების ფრენები
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო მოქმედებები რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს მიუღებელია, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა... 15.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-15T09:33+0400
2023-03-15T09:33+0400
2023-07-20T15:50+0400
რუსეთი
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_0:53:3164:1833_1920x0_80_0_0_940df3a17dd77cb2414f753a6cc8bcfa.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო მოქმედებები რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს მიუღებელია, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა შავ ზღვაზე ამერიკულ დრონთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ.მისი თქმით, ამერიკული დრონები სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებენ, რომელსაც კიევი რუსეთზე დარტყმებისთვის იყენებს. ანტონოვის განცხადებით, მოსკოვი მოელის, რომ შეერთებული შტატები „შეაჩერებს ფრენებს რუსეთის საზღვრებთან“, და ინციდენტს პროვოკაცია უწოდა.სამშაბათს აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გამანადგურებელი Су-27, რომელიც სახიფათო მანევრებს ატარებდა, შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონ MQ-9-ს შეეჯახა, რის შემდეგაც დრონი საერთაშორისო წყლებში ჩამოვარდა.თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 14 მარტის დილით ამერიკულმა MQ-9-მ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცე დაარღვია. დრონის იდენტიფიკაციისთვის, რომელიც რუსეთის საზღვრისკენ მოძრაობდა, რუსეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწია. უპილოტო საფრენმა აპარატმა კი, მკვეთრი მანევრირების გამო, უმართავი ფრენა დაიწყო და წყალში ჩავარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რუსულ გამანადგურებლებს MQ-9-ს წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_3f007d69fbdd4d9699a2b09d93b2444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო მოქმედებები რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს მიუღებელია,
განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა შავ ზღვაზე ამერიკულ დრონთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების მიუღებელი აქტივობა ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზნით გამოიყენება ასეთი უპილოტო მზვერავ-შემტევი აპარატები“, — ნათქვამია დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში.
მისი თქმით, ამერიკული დრონები სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებენ, რომელსაც კიევი რუსეთზე დარტყმებისთვის იყენებს. ანტონოვის განცხადებით, მოსკოვი მოელის, რომ შეერთებული შტატები „შეაჩერებს ფრენებს რუსეთის საზღვრებთან“, და ინციდენტს პროვოკაცია უწოდა.
სამშაბათს აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გამანადგურებელი Су-27, რომელიც სახიფათო მანევრებს ატარებდა, შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონ MQ-9-ს შეეჯახა, რის შემდეგაც დრონი საერთაშორისო წყლებში ჩამოვარდა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 14 მარტის დილით ამერიკულმა MQ-9-მ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცე დაარღვია. დრონის იდენტიფიკაციისთვის, რომელიც რუსეთის საზღვრისკენ მოძრაობდა, რუსეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწია. უპილოტო საფრენმა აპარატმა კი, მკვეთრი მანევრირების გამო, უმართავი ფრენა დაიწყო და წყალში ჩავარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რუსულ გამანადგურებლებს MQ-9-ს წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ.