ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია

© photo: Sputnik / Stringer„ზემო ლარსი"
„ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ზვავსაშიშროების გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მოქმედებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0