https://sputnik-georgia.com/20230314/wyalburtis-nakrebi-saberznettan-damarcxda-275769775.html
ქართველი წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთთან დამარცხდნენ
ქართველი წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთთან დამარცხდნენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 14 მარტს, 20:30-ზე სერბეთის ნაკრებთან გამართავს. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T14:49+0400
2023-03-14T14:49+0400
2023-03-14T14:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23954/84/239548475_0:63:1201:738_1920x0_80_0_0_00114b5006010480d96e63698d0087e6.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა წყალბურთის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მერიგი შეხვედრა ჩაატარა, სადაც საბერძნეთს დაუპირისპირდა და 7:17 დამარცხდა.ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) ჩემპიონატის ჯგუფურმა ეტაპმა სტარტი აიღო. ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, ფინალური ეტაპის ექვსი საგზურის მოსაპოვებლად 12 გუნდი იბრძოლებს.პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მეტოქემ მხოლოდ 1 ქულით შეძლო წინ გასვლა. მეორე პერიოდი სრულიად განსხვავებული გამოდგა, რადგან საბერძნეთმა 6 ბურთის გატანა მოახერხა, საპასუხოდ კი ქართველმა წყალბურთელებმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს.დეიან სტანოევიჩის გუნდი მესამე მეოთხედში შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და, საწყისი პერიოდის მსგავსად, აქაც ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ 2:3 დაფიქსირდა. ბერძნების უპირატესობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, შეხვედრა 7:17 დასრულდა.საქართველოს ნაკრები 4 მატჩის შემდეგ 1 მოგებითა და 3 მარცხით ექვსგუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს. ფინალური ეტაპის საგზურს 12 გუნდი მოიპოვებს, თითო ჯგუფიდან კი 3-3 საუკეთესო ნაკრები გადავა.საქართველო B ჯგუფში სერბეთთან, საბერძნეთთან, ავსტრალიასთან, ესპანეთთან, მონტენეგროსთან ერთად იმყოფება.საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 14 მარტს, 20:30-ზე სერბეთის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23954/84/239548475_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_f39d01da2f8fba477937d90ef776e7ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
ქართველი წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთთან დამარცხდნენ
საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 14 მარტს, 20:30-ზე სერბეთის ნაკრებთან გამართავს.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა წყალბურთის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მერიგი შეხვედრა ჩაატარა, სადაც საბერძნეთს დაუპირისპირდა და 7:17 დამარცხდა.
ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) ჩემპიონატის ჯგუფურმა ეტაპმა სტარტი აიღო. ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, ფინალური ეტაპის ექვსი საგზურის მოსაპოვებლად 12 გუნდი იბრძოლებს.
პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მეტოქემ მხოლოდ 1 ქულით შეძლო წინ გასვლა. მეორე პერიოდი სრულიად განსხვავებული გამოდგა, რადგან საბერძნეთმა 6 ბურთის გატანა მოახერხა, საპასუხოდ კი ქართველმა წყალბურთელებმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს.
დეიან სტანოევიჩის გუნდი მესამე მეოთხედში შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და, საწყისი პერიოდის მსგავსად, აქაც ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ 2:3 დაფიქსირდა. ბერძნების უპირატესობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, შეხვედრა 7:17 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები 4 მატჩის შემდეგ 1 მოგებითა და 3 მარცხით ექვსგუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს. ფინალური ეტაპის საგზურს 12 გუნდი მოიპოვებს, თითო ჯგუფიდან კი 3-3 საუკეთესო ნაკრები გადავა.
საქართველო B ჯგუფში სერბეთთან, საბერძნეთთან, ავსტრალიასთან, ესპანეთთან, მონტენეგროსთან ერთად იმყოფება.
საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 14 მარტს, 20:30-ზე სერბეთის ნაკრებთან გამართავს.