https://sputnik-georgia.com/20230314/parlamentis-senobastan-evrokavsiris-drosa-dawves-275777607.html
პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშა დაწვეს
პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშა დაწვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T14:53+0400
2023-03-14T14:53+0400
2023-03-14T15:35+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250477541_0:0:3064:1725_1920x0_80_0_0_5923c6a6857c44c4a98864d1c21b5186.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.აქციაზე შეიკრიბნენ „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეები.„საქართველოში უნდა ფრიალებდეს მხოლოდ ერთი დროშა და ეს ქართული დროშაა და არა ეს ჩვარი“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.მას შემდეგ, რა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, მის ადგილზე ქართული დროშა აღმართეს, სცენა ავიდა მღვდელმსახური და აქციის მონაწილეებმა ლოცვა დაიწყეს.ამ დროისთვის აქცია პარლამენტის წინ დასრულებულია.აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წარუდგინეს: გაათავისუფლონ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დააკავეს და შემდეგ გაასამართლეს 2021 წლის 5 ივლისის აქციის შემდეგ; დაისაჯონ ისინი, ვინც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალებას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა 7–9 მარტს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე; ჩატარდეს რეფერენდუმი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების საკითხზე.„კონსერვატორები“ პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ>>აქციის მონაწილეები 11:00 საათზე სააკაშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და მოძრაობა კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით დაიწყეს.აქცია–მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „მშიშრებო, გამოდით“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250477541_333:0:3064:2048_1920x0_80_0_0_fd5f6aaea422e66f148632ad51e0c925.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშა დაწვეს
14:53 14.03.2023 (განახლებულია: 15:35 14.03.2023) თბილისი, 14 მარტი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა მოხსნეს, გათელეს და შემდეგ დაწვეს.
აქციაზე შეიკრიბნენ „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ–პლატფორმა „ალტ–ინფოს“ მომხრეები.
„საქართველოში უნდა ფრიალებდეს მხოლოდ ერთი დროშა და ეს ქართული დროშაა და არა ეს ჩვარი“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
მას შემდეგ, რა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, მის ადგილზე ქართული დროშა აღმართეს, სცენა ავიდა მღვდელმსახური და აქციის მონაწილეებმა ლოცვა დაიწყეს.
ამ დროისთვის აქცია პარლამენტის წინ დასრულებულია.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წარუდგინეს: გაათავისუფლონ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დააკავეს და შემდეგ გაასამართლეს 2021 წლის 5 ივლისის აქციის შემდეგ; დაისაჯონ ისინი, ვინც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალებას და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა 7–9 მარტს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე; ჩატარდეს რეფერენდუმი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების საკითხზე.
აქციის მონაწილეები 11:00 საათზე სააკაშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და მოძრაობა კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით დაიწყეს.
აქცია–მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „მშიშრებო, გამოდით“.