მარატ კასემი 33 წლის იუბილეს საპატიმროში ხვდება

© photo: Sputnik / Stringerმარატ კასემი
მარატ კასემი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მარატ კასემი — „Sputnik ლიტვის“ მთავარი რედაქტორი და რადიო Sputnik-ის წამყვანი, 33 წლის იუბილეს საპატიმროში აღნიშნავს.
კასემი ლატვიის მოქალაქეა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ მუშაობდა. ჟურნალისტი გასული წლის ბოლოს დააკავეს ლატვიაში, სადაც ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა.
კასემი ევროკავშირის სანქციების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, მას ბრალად ედება „ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფის ეკონომიკური რესურსებით უზრუნველყოფა“.

სამარტოო „ჯოჯოხეთი“

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ჟურნალისტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კასემს რიგის ციხეში აწამებენ.
დაცვის მხარის თქმით, 30 იანვარს კასემი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გადაიყვანეს მსჯავრდებულთა შენობაში და სამარტოო საკანში მოათავსეს. ანტისანიტარიულ პირობებში კასემს ალერგია განუვითარდა. გარდა ამისა, სუნთქვის პრობლემების გამო, ჟურნალისტი პერიოდულად აღებდა ფანჯარას, რის გამოც ქუდითა და ზედა ტანსაცმლით ძილი უწევდა.
ამ ფონზე კასემს ქრონიკული დაავადება პოდაგრა გაუმწვავდა, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია მის ჩივილებზე არ რეაგირებდა.
ჟურნალისტის ჩივილები ასევე უგულებელყო სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმმაც, რომელმაც კასემს ჩვეულებრივი ალერგიის აბები დაუნიშნა.
ადვოკატების თქმით, მარატ კასემის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის კრიტიკულია.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ გამოძიება ამ გზით კასემზე ზეწოლას ახდენდა, რათა ჟურნალისტს აღიარებითი ჩვენება მიეცა.
მოგვიანებით კასემი სამარტოო საკნიდან საერთოში გადაიყვანეს, სადაც მიეცა კიდეც საშუალება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა.
„თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. მკაცრი რეჟიმის ერთი კვირის შემდეგ ვიბრუნებ ჯანმრთელობასა და ნერვებს. ბოლოს და ბოლოს, წამალიც კი მომცეს. ახლა მხოლოდ კოშმარები მახსენებს იმ ჯოჯოხეთში ყოფნას", — წერს კასემი Telegram-არხზე გამოქვეყნებულ წერილში.

ბოლო ცდა

6 მარტს ლატვიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ მარატ კასემის დაცვის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე — ის ციხეში კიდევ ორი თვით დატოვეს. ამის შემდეგ იგი კვლავ შეძლებს აპელაციის შეტანას.
როგორც „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა აღნიშნა, მედიაჯგუფი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და „ყველაფერს გააკეთებს კასემის გასათავისუფლებლად“.
კისელევმა ჟურნალისტის დაკავებას უკანონო უწოდა, ხოლო დაპატიმრება, მისი თქმით, „ევროპული უკანონობის პირობებში მოხდა, როდესაც ადამიანი შეიძლება დააკავონ პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობის, გამოთქმული აზრის, პოზიციისა და ინფორმაციისთვის“.

„შეტევა თავისუფლებაზე“

რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ „Sputnik ლიტვის“ მთავარი რედაქტორის დაკავებას სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს სიტუაციაში ჩარევის მოთხოვნით მიმართა.
როგორც ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ აღნიშნა, „Sputnik ლიტვის“ მთავარი რედაქტორის გაათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო სტრუქტურისადმი მიმათვაა საჭირო.
„ვფიქრობ, ჩვენ ყველანი დავუჭერთ მხარს, რომ უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის გასათავისუფლებლად ნებისმიერი შესაძლო არხი გამოიყენებოდეს. იმის მიხედვით, თუ რა პასუხებს მივიღებთ ან არ მივიღებთ, გაირკვევა, თუ რად გადაიქცნენ ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაციები“, — თქვა მან.
ამასთან მატვიენკომ აღნიშნა, რომ თითქმის ყველა საერთაშორისო სტრუქტურა არის სრულიად მიკერძოებული, პარალიზებული და არ გააჩნიათ საკუთარი ნება. თუმცა მან გამოთქვა იმედი, რომ ვიღაცას მაინც ექნება შენარჩუნებული სუვერენიტეტის ნარჩენები და, რაც მთავარია, „სინდისის ნარჩენები, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს არ ექვემდებარება“.
რუსეთისსაგარეოსაქმეთასამინისტრომმარატ კასემის დაკავებას დიქტატორული რეჟიმების შურისძიება უწოდა ჟურნალისტისპრინციპულობისა და განსხვავებული აზრის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0