https://sputnik-georgia.com/20230314/iraliurma-presam-kvaracxelia-seria-a-sezonis-sauketeso-motamased-ariara-275782479.html
იტალიურმა პრესამ კვარაცხელია სერია А–ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა
იტალიურმა პრესამ კვარაცხელია სერია А–ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ სერია А–ს 22 ტურში გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T18:03+0400
2023-03-14T18:03+0400
2023-03-18T16:22+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274810873_0:0:3073:1730_1920x0_80_0_0_f167c95133352379609778f11ddcee93.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. იტალიური კლუბი „ნაპოლის“ ნახევარმცველი, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშეა, წერს იტალიური სპორტული გამოცემა Football-Italia იტალიის ჩემპიონატის 22 ტურის შედეგების შეჯამებისას.კვარაცხელიამ სერია А–ს 22 ტურში თავი გამოიჩინა 22 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით.Football-Italia–ს აზრით, კვარაცხელია გუნდს იტალიის თასამდე მიიყვანს 30 წლის შემდეგ.„კვარაცხელიამ შაბათს „ატალანტასთან“ „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა, გოლით, რომელიც ასახავს, თურატომ არის თავისი თაობის გამორჩეული ტალანტი – სწრაფი ფეხებითა დაბურთთან ჯადოსნური შეხებით“, – წერს სტატიის ავტორი.ხვიჩას ნიჭზე მუდმივად წერენ სხვა იტალიური გაზეთებიც. მაგალითად, La Gazzetta dello Sport–მა ქართველი თავდამსხმელი „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩის გამო შეაქო.„ძნელია, ამ ბიჭს ზედსართავი სახელი მოუძებნო, რომელიც ფეხბურთის არსია“, – წერს სტატიის ავტორი.Tuttosport–მა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ერთ–ერთი 8იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც გულშემატკივარს სტადიონზე ენთუზიაზმით მისვლას აიძულებს: „მან თამაში ოსტატური შესრულებით გახსნა დამეტოქის დაცვა სახტად დატოვა“.შემდეგ მატჩს „ნაპოლის“ შემადგენლობაში კვარაცხელია ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის ფარგლებში „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს.„ნაპოლიმ“ ბოლო შვიდ მატჩში ექვსჯერ გაიმარჯვა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274810873_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2fb5395b4132700e1dc1cb06ce128366.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
იტალიურმა პრესამ კვარაცხელია სერია А–ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა
18:03 14.03.2023 (განახლებულია: 16:22 18.03.2023) კვარაცხელიამ სერია А–ს 22 ტურში გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. იტალიური კლუბი „ნაპოლის“ ნახევარმცველი, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშეა, წერს იტალიური სპორტული გამოცემა Football-Italia იტალიის ჩემპიონატის 22 ტურის შედეგების შეჯამებისას.
კვარაცხელიამ სერია А–ს 22 ტურში თავი გამოიჩინა 22 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით.
„ძნელია„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დახასიათება ქების გარეშე, რასაც იტალიური პრესა აკეთებს „ატალანტასთან“ მისი წარმოუდგენელი გოლის შემდეგ. 22 წლის ქართველი გარემარბი დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია სერია A-ში პირველ 22 მატჩში 11 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით“, – წერს გამოცემა.
Football-Italia–ს აზრით, კვარაცხელია გუნდს იტალიის თასამდე მიიყვანს 30 წლის შემდეგ.
„კვარაცხელიამ შაბათს „ატალანტასთან“ „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა, გოლით, რომელიც ასახავს, თურატომ არის თავისი თაობის გამორჩეული ტალანტი – სწრაფი ფეხებითა დაბურთთან ჯადოსნური შეხებით“, – წერს სტატიის ავტორი.
ხვიჩას ნიჭზე მუდმივად წერენ სხვა იტალიური გაზეთებიც. მაგალითად, La Gazzetta dello Sport–მა ქართველი თავდამსხმელი „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩის გამო შეაქო.
„ძნელია, ამ ბიჭს ზედსართავი სახელი მოუძებნო, რომელიც ფეხბურთის არსია“, – წერს სტატიის ავტორი.
Tuttosport–მა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ერთ–ერთი 8იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც გულშემატკივარს სტადიონზე ენთუზიაზმით მისვლას აიძულებს: „მან თამაში ოსტატური შესრულებით გახსნა დამეტოქის დაცვა სახტად დატოვა“.
გამოცემა ასევე აქვეყნებს კვარაცხელიას ბოლო თამაშის შეფასებებს იტალიურ გაზეთებში: Gazetta dello Sport – 8, Tuttosport – 8, Corriere dello Sport – 8, Il Matino – 8, Corriere della Sera – 7,5. შემდეგ მატჩს „ნაპოლის“ შემადგენლობაში კვარაცხელია ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის ფარგლებში „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს.
„ნაპოლიმ“ ბოლო შვიდ მატჩში ექვსჯერ გაიმარჯვა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.