https://sputnik-georgia.com/20230314/dalishvili-ufc-reitingshi-pirvel-adgilzea-275788079.html
მერაბ დვალიშვილი UFC-ს რეიტინგში პირველ ადგილზეა
მერაბ დვალიშვილი UFC-ს რეიტინგში პირველ ადგილზეა
Sputnik საქართველო
32 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T19:19+0400
2023-03-14T19:19+0400
2023-03-18T16:24+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/60/234296047_0:129:1000:692_1920x0_80_0_0_770845e9060c28e2df622f84965083ac.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) UFC-ს რეიტინგში თავისი პოზიციები გააუმჯობესა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.დვალიშვილმა პოზიციები თავისი ერთ-ერთი უმთავრესი და პრინციპული კონკურენტის, დივიზონის ყოფილი ჩემპიონის, რუსი პიოტრ იანის დამარცხების შედეგად გაიუმჯობესა. აღნიშნული ბრძოლა 12 მარტს UFC Fight Nights 221-ის ტურნირზე ლას-ვეგასში გაიმართა. მანამდე დვალიშვილი რეიტინგში მესამე ადგილზე, პიოტრ იანი კი მეორე ადგილზე იყო (61,2 კგ-მდე წონითი კატეგორია).გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლმა შონ ო'მელმა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, იანმა კი მეოთხეზე, მესამე ადგილზეა მარლონ ვერა.32 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. იგი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით, რუს პიოტრ იანთან შეხვედრამდე მან მკერდზე საქართველოს რუკა ამოისვირინგა და ოქტაგონზე ისე გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/60/234296047_74:0:997:692_1920x0_80_0_0_d53b92fb05b9eca96548699c3125f6d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მერაბ დვალიშვილი UFC-ს რეიტინგში პირველ ადგილზეა
19:19 14.03.2023 (განახლებულია: 16:24 18.03.2023) 32 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) UFC-ს რეიტინგში თავისი პოზიციები გააუმჯობესა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
დვალიშვილმა პოზიციები თავისი ერთ-ერთი უმთავრესი და პრინციპული კონკურენტის, დივიზონის ყოფილი ჩემპიონის, რუსი პიოტრ იანის დამარცხების შედეგად გაიუმჯობესა. აღნიშნული ბრძოლა 12 მარტს UFC Fight Nights 221-ის ტურნირზე ლას-ვეგასში გაიმართა. მანამდე დვალიშვილი რეიტინგში მესამე ადგილზე, პიოტრ იანი კი მეორე ადგილზე იყო (61,2 კგ-მდე წონითი კატეგორია).
გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლმა შონ ო'მელმა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, იანმა კი მეოთხეზე, მესამე ადგილზეა მარლონ ვერა.
32 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელია აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს. იგი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით, რუს პიოტრ იანთან შეხვედრამდე მან მკერდზე საქართველოს რუკა ამოისვირინგა და ოქტაგონზე ისე გავიდა.