14 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
გაეცანით 14 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-20 მარტი
11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი.
14 მარტს დაბადებულები
14 მარტს ნიჭიერი ადამიანები იბადებიან. ისინი იღბლიან ვარსკვლავზე არიან დაბადებულები. ეს ვარსკვლავი გზას მათ ყოველთვის უნათებს და აჯილდოებს წარმატებებით, კეთილდღეობით, ბედნიერებით. მაგრამ ბევრი რამ თავად ადამიანზეცაა დამოკიდებული. თუ მარტოობის, დაპირისპირების გზას აირჩევენ, ფუჭად დახარჯავენ თავიანთ პოტენციალს.
14 მარტს დაბადებულები საუთარი თავის აღქმას გარშემომყოფებთან ურთიერთობების პრიზმაში ცდილობენ. მათთვის მნიშვნელოვანია სტატუსი ოჯახში, საზოგადოებაში. ისინი ადვილად იცვლიან თვალსაზრისს, თუ ამას საზოგადოება არ იღებს. მათთვის ჩვეულია საკუთარი აზრის უკანა პლანზე გადაწევა. მეტად ინტელექტუალურ პიროვნებებს შეუძლიათ კონცენტრირება ერთდროულად რამდენიმე სფეროზე მოახდინონ – ემოციურ, ფიზიკურ, სულიერზე და მხედველობიდან არაფერი გამორჩეთ.
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ამ დღეს დაბადებულები უპირატესობას ანიჭებენ პირად სამყაროზე დაკვირვებას; შეუძლიათ, მთელი ცხოვრება არსებობის აზრის ძიებას მიუძღვნან. ისინი ფიქრობენ, რომ ნებისმიერი საგანია ხელმისაწვდომი სხვადასხვა თვალსაზრისით, ამიტომ ხედვის სწორი კუთხის შერჩვას ცდილობენ.
14 მარტს დაბადებულები კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევიან, ისინი ღიად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და არ ავიწყდებათ, გამოიჩინონ სიფრთხილე და ზედმეტი რამ არ თქვან. თუ საზოგადოებაში ვინმე უცხოა, მათგან შეიძლება სიტყვაც ვერ გაიგოთ. პირად ცხოვრებაში ცდილობენ, იყვნენ გულღია, მომთმენი. თუ უპასუხო სიყვარულს გადაეყარნენ, შეიძლება სიყვარულის ობიექტი კუმირად გაიხადონ. ნაკლებად განვითარებულ ადამიანებს ხშირად აქვთ ოჯახში უსიამოვნებები, რადგან ოჯახურ ცხოვრებას არასერიოზულად ეკიდებიან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით
ამ დღეს დაბადებულებს უყვართ კმაყოფილების მიღება, რამაც ზოგიერთს შეიძლება იმედგაცრუება მოუტანოს. მეტად იღბლიანები თავიანთ პოტენციალს იმ სფეროში ხსნიან, სადაც არის ობიექტურობა და არ არის საჭირო სხვებთან შეჯიბრება. მათ შუძლიათ სხვა ადამიანების ნაკლოვანებებისა და ღირსებების გამოყოფა, ამიტომ მათ უნიკალურ პიროვნებებად მიიჩნევენ.
ჯანმრთელობა
ამ დღეს დაბადებულები დიდ ყურადღებას იჩენენ ახლობლების ჯანმრთელობის მიმართ. მათ შეიძლება მედიცინის ფანატიკოსები ვუწოდოთ. როგორც კი რაიმე პრობლემა უჩნდება მათ ახლობელს, მაშინვე იწყებენ დაავადების ძირფესვიანად შესწავლას. ასაკთან ერთად შეიძლება გაუჩნდეთ სისხლის მიმოაქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. ისინი შესანიშნავი მზარეულები არიან. სპორტი მაინცდამაინც არ უყვართ, ამიტომ მათთვის აუცილებელია თუნდაც ფეხით სიარული და პერიოდულად – ცურვა.
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
რჩევა:
იყავით მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, განვითარდით პიროვნულად. ხელიდან არ გაუშვათ დიდი სიყვარული, ფუჭ ურთიერთობებზე დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. დაუდგინეთ საკუთარ თავს პრინციპები, რომლიდანაც არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევთ.
ყველა ახალი ამბავი
0