https://sputnik-georgia.com/20230314/--------275783827.html
ალიევი ევროპაში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
ალიევი ევროპაში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
Sputnik საქართველო
ალიევის თქმით, ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, „მწვანე" ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა. 14.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-14T18:21+0400
2023-03-14T18:21+0400
2023-03-14T18:21+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602804_0:282:2048:1435_1920x0_80_0_0_ac0d38ab73bba22ec9b870beb3e7ee98.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით საქართველოში დამატებითი ინვესტიციები უნდა განახორციელოს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში წამყვანი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.აზერბაიჯანიდან „მწვანე" ენერგიის ექსპორტის პროექტის კომიტეტის თებერვლის შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ იგი იქნება ინტეგრირებული პროექტი კასპიის ზღვის ოფშორული ქარის ელექტროსადგურებიდან ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".მისი თქმით, ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, „მწვანე" ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა.„ყველა ეს ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანიდან „მწვანე" ენერგია მალე ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორც ბუნებრივი აირი", - თქვა ალიევმა.2022 წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას. საუბარია შავი ზღვის ფსკერზე 1000 მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანაზე, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602804_117:284:1931:1645_1920x0_80_0_0_010989acddb027265a0d3803a85ee790.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, ენერგეტიკა, ახალი ამბები
ალიევი ევროპაში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
ალიევის თქმით, ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, „მწვანე" ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით საქართველოში დამატებითი ინვესტიციები უნდა განახორციელოს, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში წამყვანი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
აზერბაიჯანიდან „მწვანე" ენერგიის ექსპორტის პროექტის კომიტეტის თებერვლის შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ იგი იქნება ინტეგრირებული პროექტი კასპიის ზღვის ოფშორული ქარის ელექტროსადგურებიდან ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისთვის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
„ამისთვის აუცილებელია საქართველოში გადამცემი ხაზის გაფართოება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად უსარგებლო იქნება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, „მწვანე" ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა.
„ყველა ეს ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანიდან „მწვანე" ენერგია მალე ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორც ბუნებრივი აირი", - თქვა ალიევმა.
2022 წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას. საუბარია შავი ზღვის ფსკერზე 1000 მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანაზე, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.