საქართველოდან აშშ-ში რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა

© photo: Sputnik / Dmitriy Parshin / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის FBI-ს და პოლიციის თანამშრომლები
აშშ-ის FBI-ს და პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
ბრალდებული კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების კომპიუტერულ სისტემაში შედიოდა და საჭირო მონაცემებს იღებდა.
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
აშშ-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში მის მიერვე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა.

„ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტ-პლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა პირებზე ასაღებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ბრალდებულმა დაახლოებით 1 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ძებნილი პირი სამართალდამცველებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქე აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით აშშ-ის კომპეტენტურ ორგანოებთან მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0