მოსაზრება: დიდი სპორტი სიხარბესა და რუსოფობიას შორის იხლიჩება

© photo: Sputnik / Asatur Yesayants
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
ელენა კარაევა
როგორც გაერთიანებული სამეფოს კულტურის მინისტრის ლუსი ფრეიზერის წერილიდან ირკვევა, რომელიც პარიზის ოლიმპიადის მთავარ სპონსორებთან გაიგზავნა, ქალბატონი მინისტრისთვის ცნობილია, „რომ სპორტი და პოლიტიკა რუსეთსა და ბელარუსში მჭიდროდაა გადაჯაჭვული“ და რომ მას, ლუსი ფრეიზერს „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ მისცეს საშუალება რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ რეჟიმებს, სპორტი თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ“.
სასაცილოა, ვინაიდან ზუსტად 43 წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ „მჭიდროდ გადააჯაჭვა ერთმანეთთან სპორტი და პოლიტიკა“, როდესაც აუკრძალა მისი უდიდებულესობის ხელქვეითებს მოსკოვში 1980 წელს გამართულ ოლიმპიადაზე გამოსვლა. ლონდონი და ვაშინგტონი აღშფოთდნენ იმით, რომ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა თავისი სამხრეთი საზღვრების დაცვა და ავღანეთში ჯარი შეიყვანა. ხმაური მთელ პლანეტას მოედო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ინგლისელები ავღანეთში ათობით წელი დათარეშობდნენ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც საინტერესო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ცდილობს ისეთი რამე მოიფიქროს, რომ არავინ გაანაწყენოს. აამოქმედა „ნეიტრალური სტატუსი“. მაგრამ დღეს, შეიძლება ითქვას, ოლიმპიურ თამაშებზე „დამოუკიდებელი სპორტსმენების“ მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა. მათ არა აქვთ ნაციონალური ფორმის ჩაცმის, დროშის აღმართვისა და ჰიმნის დაკვრის უფლება (გამარჯვების შემთხვევაში). უხეშად რომ ითქვას, ობლები არიან. უსამშობლო ხალხია.
ვინაიდან ოლიმპიელი სტადიონზე გასვლისას წარმოადგენს არა საკუთარ თავს, არამედ ერს, ხალხს, კულტურას, ტრადიციებს, ისტორიას, ანუ იდეალებს. და არა პოლიტიკას.
ფრეიზერმა, თავისი აზრით, მიმართა ე.წ. big bosses-ებს – Coca-Cola, Intel, Samsung, Visa – ანუ იმათ, ვინც ოლიმპიადას აფინანსებს. მათ ძალიან მოსწონთ, როდესაც მათი ლოგოტიპები ლამაზი და დაკუნთული სხეულების ფონზე იხატება. big bosses-ებს, როგორც ქალბატონი ფრეიზერი ფიქრობს, შეუძლიათ და უნდა დააძალონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთოდ ჩაუკეტონ პარიზის ოლიმპიადის კარი.
ამასობაში საფრანგეთის დედაქალაქში სრული სვლით მიმდინარეობს მზადება მთავარი სპორტული შეჯიბრის გახსნისა და ჩატარებისთვის. ჯერ გაიფიცნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. გაირკვა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ნოტრდამის ტაძრის აღდგენა, რომელიც, მაკრონის მტკიცებით, ოლიმპიადის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო, მომავალი წლის ბოლომდე გადაიდო. ასევე საკითხავია, როგორ იმოძრავებენ ქალაქში მაყურებლები, რადგან მეტროში პრობლემებია, კიდევ უფრო დიდი პრობლემებია მიწისზედა ტრანსპორტშიც, მთავარი სტადიონი რემონტისთვისაა დაკეტილი. არ არის ცნობილი, მოესწრება თუ არა Stade de France-ის სათანადო ფორმაში მოყვანა.
ნაკლებად მოსალოდნელია, სპონსორებმა ფრანგებს დიდი დახმარება გაუწიონ. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელიც უკვე წლებია რამდენიმე სკამზე ზის, რასაკვირველია, სურს რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიწვევა. მაგრამ ბრიტანელებთან კამათი არ უნდა. ამიტომ ალბათ დაემორჩილება გადაწყვეტილებას, რომელსაც სპონსორების გუნდის წევრები გამოიტანენ.
მაგრამ აქ ისმის კითხვა თავად რუსეთის არჩევანის შესახებ, სადაც შესანიშნავად ესმით, რომ დიდი სპორტის ფასეულობები და იდეალები, გამარჯვების სურვილი, თვითშეზღუდვა, გამარჯვებისთვის დაღვრილი სისხლი და ოფლი სანაგვეზეა მოსროლილი, თუნდაც ფრანგულზე.
იქნებ ღირდეს იმაზე დაფიქრება, საჭიროა თუ არა წასვლა იქ, სადაც არც რუსული დროშა იფრიალებს, არც ჰიმნი შესრულდება? იქნებ ჯობდეს სახლში დარჩენა?
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0